x
image
Yoona
Mediator image
კორეული გათბობის სისტემა – თბილი იატაკები, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა
მსოფლიოს თითოეულ რეგიონს, სადაც ცივი ზამთარია, საცხოვრებლის გათბობის საკუთარი ტრადიციული მეთოდები აქვს. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ესაა ბუხრები. აი, კორეაში ონდოლი, თბილი იატაკები. კორეული მეთოდი სახლში კომფორტული ტემპერატურის შესანარჩუნებლად რთულად დაგეგმილი, მაგრამ საოცრად ეფექტურია. გათბობის სისტემა ონდოლი კორეის ეროვნულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებულია.



image



ერთ დროს ონდოლს იყენებდნენ იმპერატორთა და დიდგვაროვანთა სასახლეებში. დღემდე სამუზეუმო კომპლექსებში სეირნობისას შეგიძლიათ დაინახოთ პატარა ხვრელები შენობის კედლებში. ასევე ყველა სახლში არის ცალკე ოთახი, სადაც დიდი ღუმელის გარდა სხვა არაფერია. ეს ყველაფერი გათბობის სისტემის ნაწილებია, რომელსაც უძველესი ისტორია აქვს.



image




ონდოლის გათბობის სისტემა პირველად ჩვ.წ.აღ–მდე 500 წელს გამოჩნდა ჩრდილოეთ ოქჩოს კორეის მიწებზე სამი სახელმწიფოს პერიოდში. ჩვ.წ–ით მე–5 საუკუნეში ასეთი ღუმელები უკვე გამოიყენებოდა კორეის ნახევარკუნძულზე. მეცნიერები თვლიან, რომ ეს უძველესი გათბობის სისტემა და პირველი "იატაქვეშა გათბობაა" კაცობრიობის ისტორიაში.



ონდოლის ღუმელებს შენობის პარალელურად აშენებდნენ. ჯერ კიდევ საძირკვლის ჩადების ეტაპზე შენობის იატაკქვეშ აგებდნენ გვირაბებს და მათში დიდ ქვებს ათავსებდნენ. გვირაბები დაკავშირებული იყო ღუმელთან, რომელიც საკვების მოსამზადებლად ან მხოლოდ გათბობისთვის შეიძლება გამოყენებულიყო. საიმპერატორო სასახლეებში ღუმელებისთვის გამოყოფილი იყო სპეციალური ოთახები ქუჩიდან ცალკე შესასვლელით, რომ შეშის მიტანა გამარტივებულიყო.



image



ღუმელიდან ცხელი ჰაერი იატაკქვეშა არხებით გადის, ათბობს დიდ ქვებს, რომლებიც სითბოს დიდხანს ინარჩუნებენ. ამის შემდეგ შენობის მეორე მხრიდან, სპეციალური კვამლსადენიდან გადის. საკმაოდ ფართო და მაღალ მილს აშენებდნენ, რადგან მას უნდა უზრუნველყო კარგი გაწოვა გრძელ იატაკქვეშა გვირაბებში.



ეფექტური და უსაფრთხო



ონდოლის სისტემა დაკისრებულ ამოცანას თავს შესანიშნავად ართმევდა. სახლში იატაკები თბილი იყო, ანუ შენობაში ჰაერიც თბებოდა. ამასთან ჩვენი ღუმელისა და ბუხრისგან განსხვავებით საცეცხლე კოლოფები მოსამსახურე ოთახებში იყო მოთავსებული. სასახლის ან სახლის მაცხოვრებლებს წვის სუნის გაძლება არ უწევდათ, ასევე ნახშირბადის მონოქსიდი არ აშინებდათ.



image



სწორედ ონდოლის ღუმელებმა წარმოშვა იატაკზე დროის გატარების კორეული ტრადიცია: ჯდომა, ჭამა, ძილი. იატაკის უბნები, რომლებიც ღუმელთან უფრო ახლოს მდებარეობს, ყოველთვის უფრო თბილია. აქ განთავსებულია საპატიო ადგილები, სადაც სხდებიან სახლის მეპატრონეები და პატივსაცემი სტუმრები.



image



ონდოლის გათბობა დღემდე გამოიყენება სოფლის სახლებში. ქალაქებში, სადაც ახლა შეუძლებელია ასეთი ღუმელების გამოყენება, ბინებსა და საოფისე შენობებში ამონტაჟებენ ელექტრო ან წყლის იატაკქვეშა გათბობას, რომელიც ონდოლის ერთგვარი მემკვიდრეა. მოსახერხებელი და პრაქტიკულია, რადგან სამხრეთ კორეა მიეკუთვნება იმ ქვეყნებს, სადაც ცენტრალიზებული გათბობა არაა.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. 20+ უცნაურობა სამხრეთ კორეადან, რომელთა დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც მოისურვებთ

2. ჭკვიანი ავტობუსის გასაჩერებელი სამხრეთ კორეაში, რომელიც მგზავრებს ტემპერატურას ავტობუსში ასვლამდე უზომავს (ვიდეო)

3. სამსუნგმა გამოიგონა ლარნაკი, რომელიც ხანძარს აქრობს

4. 7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ

5. ღობე რომბებით - ვინ გამოიგონა და რა არის მისი საიდუმლო

6. „რადიტორი“ – მომაკვდინებელი ენერგეტიკული სასმელი, რომელიც ასი წლის წინ „აფრთიანებდა“

7. დროის ლედის ისტორია ან როგორ ვაჭრობდა ბრიტანელი ოჯახი დროით თითქმის 100 წლის განმავლობაში

8. 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ

9. ხრიკები მშობლებისთვის, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ: ყველაფერი გენიალური მარტივია

10. უკვალოდ გაუჩინარებულები: ძუჰაცუ – რეალური ცხოვრებიდან გაქცევის იაპონური ფენომენი

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
658
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
658