x
image
Yoona
Mediator image
უკვალოდ გაუჩინარებულები: ძუჰაცუ – რეალური ცხოვრებიდან გაქცევის იაპონური ფენომენი
ცხოვრების ნულიდან დასაწყებად სხვადასხვა გზა არსებობს. ზოგი იცვლის საცხოვრებელ ადგილს, ზოგი – საქმიანობის სფეროს, სხვა – უსასრულო მოგზაურობაში მიდის. იაპონიაში ცვლილებებს რადიკალურად უდგებიან: ადამიანები უბრალოდ უკვალოდ უჩინარდებიან. ქვეყანაში შემოიღეს კიდეც სპეციალური ტერმინიც, რომელიც ამ ფენომენს უწოდებს „ძუჰაცუს“.



გაუჩინარების მიზეზი ყველასთვის განსხვავებულია: გადაუხდელი ვალები, წარუმატებელი ურთიერთობები ან ზეგანაკვეთური სამუშაო. ადამიანები მიზანმიმართულად ქრებიან, ტოვებენ სახლს, ოჯახს და წლების განმავლობაში არავის ეხმიანებიან. არსებობს მთელი ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან მათ, ვისაც სურს საიმედოდ დაემალოს საზოგადოების თვალს.


image


აღსანიშნავია კონკრეტული კულტურული ფაქტორები, რომლებიც ამძიმებს ვითარებას იაპონიაში. მაგალითად, ოჯახის ვალით დამძიმება, განქორწინება ან სამსახურის დაკარგვა ბევრი იაპონელისთვის აუტანელ ტრაგედიად ითვლება. ასეთ შემთხვევებში რჩებათ მხოლოდ რამდენიმე ვარიანტი – თავი მოიკლას, რომ შერცხვენილმა არ იცხოვროს, ძალის გამოცლამდე იმუშაოს, სანამ არ მოკვდება, ან გახდეს ძუჰაცუ – აორთქლდეს ჩვეული გარემოდან.



ტერმინი „ძუჰაცუს“ წარმოშობა


image


ტერმინი „ძუჰაცუს“ გამოყენება 60-იან წლებში დაიწყეს. ხალხი მიხვდა, რომ გაუჩინარება საუკეთესო ვარიანტი იყო მათთვის და მათი ოჯახებისთვის რთულ ვითარებაში. ჩვეულებრივ, პოლიცია არ ერევა, თუ გაუჩინარებული პირი დაკავშირებული არაა დანაშაულთან ან უბედურ შემთხვევასთან. თუ ახლობლებს სურთ გაუჩინარებულის პოვნა, მოუწევთ გადაუხადონ დიდი თანხა კერძო დეტექტივს ან უბრალოდ დაელოდონ.



იაპონიაში კონფიდენციალურობა ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ადამიანს, რომელსაც სურს გახდეს ძუჰაცუ, ადვილად შეუძლია გაქრეს, შიშის გარეშე, რომ ვინმე იპოვის. ოჯახის წევრსაც არ მისცემენ სათვალთვალო ვიდეოზე წვდომას ან საბანკო ოპერაციების მონაცემების ნახვის უფლებას, ამიტომ დაკარგული ადამიანის თვალყურის დევნება თითქმის შეუძლებელია. ბევრი მშობელი არ ეთანხმება ასეთ კანონებს, რადგან მათ თითქმის არ რჩებათ შანსი იპოვონ დაკარგული შვილები.



კომპანიები, რომლებიც დაგეხმარებიან რეალური ცხოვრებისგან გაქცევაში

image


იაპონიაში ფენომენი ძუჰაცუ იმდენად გავრცელებულია, რომ აქ არის კომპანიები, რომლებიც ადამიანებს „აორთქლებაში“ ეხმარებიან. მათ უწოდებენ „ღამის გადასახლების მომსახურებას“. ისინი ადგენენ გაქცევის გეგმას და სთავაზობენ დროებით საცხოვრებელს საიდუმლო ადგილებში.


image


მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ქონების თან წაღება სურს კლიენტს, რამდენად შორს სურს დამალვა და როდის მოხდება „გაუჩინარება“. ფასები მერყეობს 50, 000 იენიდან (დაახლოებით 900 ლარი) და 300, 000 იენამდე (დაახლოებით 5400 ლარი). თუ კლიენტს თან მიყავს ბავშვები და კრედიტორებს ემალება, ღირებულება შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. საშუალოდ, ერთი კომპანია წელიწადში 100–დან 150 ძუჰაცუს მალავს.



მათთვის, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს კომპანიის მომსახურება, არსებობს სახელმძღვანელო, რომელიც ინტერნეტში უფასოდ ხელმისაწვდომია. მათში აღწერილია, როგორ გაუჩინარდეს, რომ შეცვალოს ცხოვრება და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
209
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
209