სხვა სამსუნგმა გამოიგონა ლარნაკი, რომელიც ხანძარს აქრობს 2020, 20 აგვისტო, 8:00 Firevase ყვავილების ლარნაკია, რომელსაც თქვენ პირდაპირ ცეცხლში აგდებთ, რომ ხანძარი ჩააქროთ.
ეს ლარნაკი სამსუნგის შვილობილმა კომპანიამ Cheil Worldwide გამოიგონა.
ლარნაკი კალიუმის კარბონატით სავსე გარე კამერებს იყენებს, რომელიც ჟანგბადს სწრაფად აცივებს და თრგუნავს, როცა ლარნაკი ტყდება. შიდა კამერა უფრო მცირე ზომისაა და ყვავილებისთვის განკუთვნილ წყალს იკავებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდაპირველად 100 000 Firevase წარმოებულ იქნა სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, რომელიც სამხრეთ კორეაში სახლში ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების ხელშეწყობას ეძღვნებოდა. იმის მიუხედავად, რომ 2017 წლიდან ხანძარსაწინააღმდეგო საშუალების სახლში ქონა სავალდებულოდ ითვლება, ამ დრომდე ის ქვეყნის მაცხოვრებლების მხოლოდ 60 %–ს აქვს. ასევე დაგაინტერესებთ: ჭკვიანი ავტობუსის გასაჩერებელი სამხრეთ კორეაში, რომელიც მგზავრებს ტემპერატურას ავტობუსში ასვლამდე უზომავს Sony–ს პერსონალური ჯიბის კონდიციონერი როგორც იქნა გაყიდვაშია ვისაც ეჩქარება: იტალიელი არქიტექტორი სახლს მხოლოდ 6 საათში აგიწყობთ ამ 5 ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარე 3-ჯერ გაიზარდა მაქსიმალური ეკონომია: ავტოსახლი მზის ბატარეებზე 244 შეფასება არ არის |