სხვა ხელებს საპნით ვიბანთ და გაჯეტი როგორ გავწმინდოთ? მარტივი ხრიკები 2020, 17 მარტი, 9:17 ვირუსებისა და ინფექციების დროს პირადი ჰიგიენის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხელები რამდენიც არ უნდა დაიბანოთ, აზრი არ აქვს, თუ შემდეგ ხელში გაჯეტს აიღებთ და ამ ხელით სახეს გაიწმენდთ - ასე ნებისმიერი დაბანა უმნიშვნელო ხდება.
სპირტიანი სალფეთქები ინექციისთვის ხელმისაწვდომი და ეფექტური მეთოდი - გაჯეტი სპირტიანი სალფეთქით გაწმინდეთ, რომელიც აფთიაქში იყიდება. ის სადეზინფექციო საშუალებით, სპირტით საკმაოდ გაჟღენთილია. მისი ჩანთით ტარება მოსახერხებელია. ამასთან დიდხანს გეყოფათ. სპირტი, როგორც ვირუსების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება რეკომენდებულია. ხელმისაწვდომი პროფესიონალური საშუალებები აფთიაქებში ხშირად იპოვით ხელის სადეზინფექციო პროფესიონალურ საშუალებებს სპრეის სახით. მათი დახმარებით შეგიძლიათ ტელეფონი და სხვა გაჯეტები გაწმინდოთ. აქტიური ნივთიერებები სწრაფად ორთქლდება და სწრაფ ეფექტს მიიღებთ. ანტიბაქტერიულ გელებს მსგავსი ეფექტი აქვს. შეგიძლიათ ჯიბით თან ატაროთ და აუცილებლობის შემთხვევაში ჯერ ხელი გაიწმინდოთ, შემდეგ ტელეფონი გაწმინდოთ. გელი სწრაფად ორთქლდება და მოწყობილობას არ აზიანებს. ის საკმაოდ ძვირადღირებულია და დიდხანს გეყოფათ, ამასთან შეიძლება ლაქები დატოვოს. თვითნაკეთი საშუალება აქტუალურია თვითნაკეთი საშუალებებიც გაჯეტების გასაწმენდად. ის პრაქტიკულად უფასოა, მაგრამ არა ნაკლებად ეფექტური. ასეთი საშუალების გაკეთება საკმაოდ მარტივია. მაგალითად, სპრეი ბოთლში წყალი ან სპირტი (წყალში გაზავებული) ჩაასხით. ჯიბით თან ატარეთ და ხელებსა და გაჯეტებზე გამოიყენეთ. მოწყობილობისთვის სპირტი უსაფრთხოა, ის სწრაფად ორთქლდება. ხელის კანს კი აშრობს. სპირტი ტანსაცმელზე ლაქებს არ ტოვებს. ასევე დაგაინტერესებთ: 14 რამ, რომლებიც თქვენს კომპიუტერს ანადგურებენ 15 ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელთაც თანამედროვე ტექნოლოგიები იწვევს თქვენი გაჯეტიც ამ სიაშია? 2019 წლის ყველაზე სახიფათო გამოსხივების მქონე სმარტფონები ქმარმა დასატენი სადენი გადაჭრა და ფოლგა დაახვია. შედეგმა გამახარა ხრიკები, რომელთა დახმარებით თქვენი სმარტფონი სუპერ გაჯეტი გახდება: ფოტო ყურსასმენის დახმარებით 380 შეფასება არ არის |