სხვა 3 შემთხვევა, როცა სჯობს თქვენი სმარტფონი უფასო Wi-Fi-ს არ დაუკავშიროთ. ჰაკერები ასეთ შემთხვევას ელოდებიან 2021, 6 აპრილი, 15:56 ჭკვიანი ადამიანები უფასო Wi-Fi–ს ისე ეპყრობიან, როგორც ყველს სათაგურში, და სწორად იქცევიან. ძალიან ბევრი თაღლითი ახალ „კლიენტს“ ელოდება, რომლის გაქურდვაც შეიძლება.
როგორი სიტუაციები აინტერესებთ მათ, ვინც უფასო ქსელებში სმარტფონებზე ნადირობენ? აი, სამი შემთხვევა, როცა სჯობს ფულს გაუფრთხილდეთ და მობილური ინტერნეტი გამოიყენოთ.
როცა ფინანსური ოპერაციის განხორციელება დაგჭირდებათ
თუ რაიმე ფინანსური ოპერაციის განხორციელებას აპირებთ, რომელიც პირადი ინფორმაციის და საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას მოითხოვს – ღია Wi-Fi ქსელი თქვენთვის არაა. საქმე იმაშია, რომ მონაცემები, რომლებიც ცალკე ველებში შეგყავთ, არანაირად არაა დაშიფრული და, შესაბამისად, ჰაკერების თავდასხმისგან დაცული არაა. რამდენიმე მანიპულაცია და თქვენი ბარათის მონაცემები, მიმოწერები, პაროლები თაღლითების ხელში აღმოჩნდება. სმარტფონის მეხსიერებაში ღირებული ფაილებია ჰაკერს შეუძლია არა მხოლოდ თქვენ მიერ შეყვანილი მონაცემების ნახვა, არამედ შენახულ ფაილებთან წვდომის მოპოვება. ამ მიზეზით საზოგადოებრივ ვაი–ფაი ქსელს არავითარ შემთხვევაში არ დაუკავშირდეთ. სამწუხაროდ, ასე შეიძლება საკუთარ თავს უამრავი პრობლემა შეუქმნათ. სმარტფონზე VPN მოწყობილი არაა რკინის წესი გქონდეთ: თუ უფასო ქსელთან დაკავშირება გჭირდებათ, მხოლოდ დაშიფრული VPN წვდომა გამოიყენეთ. ამ გზით პირადი მონაცემების დაცვას შეძლებთ, რომლებიც მუშაობის პროცესში შედის. კიბერპოლიციელებიც თვლიან, რომ VPN პერსონალური ინფორმაციის, განსაკუთრებით ბარათის მონაცემების საუკეთესო დაცვაა, თუ ფინანსური ოპერაციის დამოუკიდებლად განხორციელება გჭირდებათ. ასევე დაგაინტერესებთ: რა იცის თქვენს შესახებ Google-მა, Facebook-მა და Apple-მა ერთად აღებულმა? ამ 5 ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარე 3-ჯერ გაიზარდა თქვენი გაჯეტიც ამ სიაშია? ყველაზე სახიფათო გამოსხივების მქონე სმარტფონები 8 რამ, რაც შეტყობინებაში არ უნდა დაწეროთ ქმარმა დასატენი სადენი გადაჭრა და ფოლგა დაახვია. შედეგმა გამახარა 128 1-ს მოსწონს |