სხვა ტექნიკამ გვიმტყუნა: თანამედროვე კატასტროფების 27 შიშის მომგვრელი ფოტო 2 მაისი, 15:50 იქ, სადაც არის მანქანები და მექანიზმები, ყოველთვის არის შანსი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად მექანიზმი მუშაობას შეწყვეტს. ზოგჯერ ეს მხოლოდ მცირე უსიამოვნებას იწვევს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შედეგი კატასტროფული შეიძლება იყოს. 1988 წლის 28 აპრილი: Aloha Airlines-ის თვითმფრინავს სახურავი 7300 მეტრის სიმაღლეზე ჰაერში აეხადა. 2021 წლის 7 მაისი: ჩინეთში ტურისტი 100 მეტრის სიმაღლეზე მინის ხიდზე ჩაიკეტა რამდენიმე პანელის მოულოდნელად ჩამოვარდის შემდეგ. ჩამონგრეული ტაკომას ხიდი დაკიდებული საკაბელო სისტემით, 1940 წ. 2020 წლის 2 ნოემბერი: სპიჯკენისეში, ნიდერლანდებში, მატარებელი ლიანდაგის ბოლოში უსაფრთხოების ბარიერს გადასცდა და ქანდაკებას დაეჯახა. საბედნიეროდ ეს მოხდა ღამით და არავინ დაშავებულა. 2019 წლის დეკემბერი დეტროიტში: დიდი რაოდენობით ქრომი-6 ჩაიღვარა მიწაში საწყობიდან ნაპრალის მეშვეობით. მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, როცა ქიმიურმა ნივთიერებამ გზატკეცილზე გაჟონვა დაიწყო. 2020 წლის 14 აგვისტო: შვეიცარიის ქალაქში წამოვიდა შოკოლადის თოვლი ქარხანაში მომხდარი ავარიის გამო. 1992 წელს მეხიკოში გაზის აფეთქებების სერიის შედეგი. 2019 წელი: ავტომობილებს, რომლებიც ღია გემბანით გადაჰქონდათ, ცეცხლი გაუჩნდა მას შემდეგ, რაც მარილიანმა წყალმა ბატარეებში მოკლე ჩართვა გამოიწვია. სიცილიაში, ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში ღვინის ცისტერნა აფეთქდა. 2021 წლის 17 იანვარი: უკრაინული სატვირთო გემის ბოლო წამები, სანამ შუაზე გადატყდა და შავ ზღვაში ჩაიძირა. 1986 წლის 28 იანვარს კოსმოსური შატლი Challenger აფეთქდა აფრენისას. ეკიპაჟის შვიდივე წევრი დაიღუპა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კატასტროფა შემამჭიდროებელი რგოლების დეფექტის გამო მოხდა. Boeing 777-ის ძრავა 7300 მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა, თუმცა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა. 2019 წლის 19 დეკემბერი: ბურღმა ლონდონის ინტერნეტის ნაწილი ამოიღო. 2018 წლის 28 იანვარს ნიუ–კარლაილში, ოჰაიოს შტატში, სილოსის ჩამონგრევამ 1, 25 მილიონი დოლარის სიმინდი მიწაზე გადმოყარა. ხანძარი ჰოლანდიაში მოქმედ ქარის წისქვილში, 1848 წელი. პიტსბურგში ტროტუარმა ავტობუსი ჩაყლაპა. 2010 წლის 20 აპრილი: აფეთქება „ჰორიზონტის“ ნავთობის პლატფორმაზე. ლას–ვეგასში 300 000 დოლარის ღირებულების ვიდეოკედელი ჩამოინგრა. 2020 წლის 4 აგვისტო: საწყობი აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, ბეირუთი. 1976 წლის 20 მაისს, სტრუქტურული რემონტის დროს, მონრეალის ბიოსფეროს გამჭვირვალე აკრილის გუმბათში ხანძარი გაჩნდა. არასწორად დამონტაჟებულმა ლედ განათებამ გაზის გაჟონვა გამოიწვია. აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა. ავიაკომპანიის United Flight თვითმფრინავს აფრენისას საბურავები გაუსკდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. საკონტეინერო ხომალდი One Apus იაპონიაში ჩავიდა მას შემდეგ, რაც დაკარგა 1800-ზე მეტი კონტეინერი წყნარი ოკეანის გადაკვეთისას. ინდონეზიის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აფეთქების კადრი დრონით გადაღებული. 2014 წლის ივლისი: Boeing 737-ის ახალი ფიუზელაჟი განადგურდა მატარებლის ავარიის დროს მონტანაში. რადიოტელესკოპი არესიბო ინსტრუმენტული პლატფორმის დაშლის შემდეგ, 2020 წლის 30 ნოემბერი. რაკეტის წარუმატებელი გაშვება. 239 შეფასება არ არის |