ტექნოლოგიური სიახლეები Sony–ს პერსონალური ჯიბის კონდიციონერი როგორც იქნა გაყიდვაშია 2020, 10 ივლისი, 10:56 ქუჩაში ტემპერატურა მატულობს და სიცხე სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდება. პორტატული პერსონალური კონდიციონერის იდეა, რომელიც სხეულს სმარტფონის დახმარებით გააგრილებს, ნამდვილ მხსნელად გვეჩვენება.
ჯიბის კონდიციონერი Reon თერმოელექტურ გაგრილებას იყენებს, მაგრამ კომპანია „სონი“ ამბობს, რომ ზამთარში მის გამოყენებას გამათბობლად შეძლებთ. ის მომხმარებლის სხეულის ტემპერატურას მნიშვნელოვნად და დიდხანს ამცირებს 13 გრადუს ცელსიუსამდე, ასევე გაზარდოს დაახლოებით 8 გრადუსი ცელსიუსით.
ჯიბის კონდიციონერი Reon Pocket გამოიყენება სპეციალურ პერანგთან ერთად, რომელსაც კისრის საფუძველში ჯიბე აქვს. ბლუთუზის მოწყობილობა, რომელიც დაახლოებით 85 გრამს იწონის, აპლიკაციას უკავშირდება, რომელიც სხეულის ტემპერატურას არეგულირებს. „შეამცირეთ დისკომფორტი სხვადასხვა ტემპერატურის გამო, როგორიცაა ცხელი ზაფხულის დღეები, დახუთული მოგზაურობა, ცივი ზამთრის გასეირნება და ა.შ. მთავარია, მხოლოდ ერთი პატარა კონდიციონერის გამოყენებით ზამთარ–ზაფხულ კომფორტი იგრძნოთ“ – ამბობს კომპანია Sony თავის მოწყობილობაზე. პერსონალური კონდიციონერი როგორც Android–ის, ასევე iOS–ის მოწყობილობაზე მუშაობს და სტანდარტული ზომის USB-C–ით იტენება. პირველად მის შესახებ 2019 წლის ზაფხულზე გახდა ცნობილი. კომპანია „სონი“ გაჯეტის გამოშვებას ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის აპირებდა. გაყიდვები უკვე დაიწყო. თითოეული მოწყობილობა დაახლოებით 130 დოლარი ღირს და ამ დროისთვის სხვადასხვა იაპონურ საიტებზე ხელმისაწვდომია. ოღონდ მხოლოდ წინასწარი შეკვეთით, რადგან ხელთ არსებული უკვე გაიყიდა. ასევე დაგაინტერესებთ: ქმარმა დასატენი სადენი გადაჭრა და ფოლგა დაახვია. შედეგმა გამახარა ამ 5 ხრიკის დახმარებით ინტერნეტის სიჩქარე 3-ჯერ გაიზარდა 14 რამ, რომლებიც თქვენს კომპიუტერს ანადგურებენ რა იცის თქვენს შესახებ Google-მა, Facebook-მა და Apple-მა ერთად აღებულმა? ხრიკები, რომელთა დახმარებით თქვენი სმარტფონი სუპერ გაჯეტი გახდება: ფოტო ყურსასმენის დახმარებით 187 შეფასება არ არის |