რელიგია მსოფლიოს 22 უნიკალური ტაძარი სუნთქვისშემკვრელი არქიტექტურით 27 ივნისი, 20:15 ამ უნიკალური ტაძრებიდან ზოგიერთი რამდენიმე საუკუნის წინ ააშენეს, ზოგიც თანამედროვე არქიტექტურის შემოქმედებაა. ზოგიერთი იდეის განხორციელებას ათწლეულები და საუკუნეც კი დასჭირდა, სხვებს - მხოლოდ რამდენიმე წელი. ამ შენობებს ერთი რამ აქვს საერთო - მათი არქიტექტურა უნიკალურია და იზიდავს მილიონობით ადამიანს, რწმენის მიუხედავად. 1. მილანის საკათედრო ტაძარი ეს გოტიკური სტილის ტაძარი სიდიდით მეორე კათოლიკური ტაძარია მსოფლიოში. გვიანი გოტიკური საოცრება, რომელიც შეიცავს შუბების და სკულპტურების მთელ ტყეს, მარმარილოს წვეტიან კოშკებს და სვეტებს. მშენებლობის დასრულებას 500 წელზე მეტი დასჭირდა. 2. ტაკწანგ-ძონგი ბჰუტანში ეს წმინდა ადგილი ბუდისტებისთვის 3120 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მონასტრის სახელი ითარგმნება, როგორც „ვეფხვის ბუდე“. 3. შეიხ ზაიედის მეჩეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები მეჩეთი 40 ათასამდე მორწმუნეს იტევს, აქვს 82 გუმბათი და 1000 სვეტი. აქ არის მსოფლიოში უდიდესი ხალიჩა. 4. ჰათლგრიმსკირკია, ისლანდია ლუთერანული ეკლესია რეიკიავიკში, მეოთხე ყველაზე მაღალი შენობა ისლანდიაში. რეიკიავიკის ცენტრში მდებარეობს და ქალაქის ნებისმიერი ადგილიდან ჩანს. 5. ლოტოსის ტაძარი, ინდოეთი ინდოეთში ლოტოსი სიწმინდის და მშვიდობის სიმბოლოა. ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი შენობაა მსოფლიოში. 6. ლას-ლახასის ეკლესია, კოლუმბია ნეოგოტიკური ტაძარი აგებულია 30 მეტრიან თაღოვან ხიდზე, რომელიც აკავშირებს ღრმა ხეობის ორ მხარეს. ტაძარს უვლის ორი ფრანცისკანული საზოგადოება: კოლუმბიელები და ეკვადორელები. ამრიგად, ლას-ლახასის ტაძარი მშვიდობის და კავშირის გარანტია ორ სამხრეთამერიკელ ხალხს შორის. 7. კამპის დუმილის სამლოცველო, ფინეთი განკუთვნილია განმარტოებისთვის და შეხვედრებისთვის. სამლოცველოში მსახურება არ ტარდება. აქ შეგიძლიათ თავი აარიდოთ აურზაურს, დატკბეთ სიმშვიდით დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილიდან და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მედიტაციით დაკავდეთ. გარეგნობის და მასალების გამო დუმილის სამლოცველოს ხშირად „სულის საუნას“ უწოდებენ. 8. ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, სლოვენია ეკლესია მთელ სლოვენიაში ერთადერთ კუნძულზე მდებარეობს. შიგნით მოსახვედრად ტბა ნავით უნდა გადალახოთ და 99 საფეხურით ფეხით აიაროთ. 9. აშშ-ს აკადემია ВВС-ის კადეტთა სამლოცველო სამლოცველოს უნიკალური დიზაინი მოდერნისტული არქიტექტურის კლასიკური ნიმუშია. ბრწყინვალე ინტერიერი ერთ ჭერქვეშ აერთიანებს თაყვანისცემის რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის პროტესტანტულ, კათოლიკურ, ებრაულ და ბუდისტურ სამლოცველოებს. თითოეულ მათგანს აქვს თავისი გამორჩეული სიმბოლიკა, ამუნიცია და საკუთარი გასასვლელი. 10. პაოაის ეკლესია, ფილიპინები ერთ-ერთი შემორჩენილი ეკლესია ბაროკოს სტილში. 11. წმინდა პატრიკის ტაძარი, ავსტრალია წმინდა პატრიკის ტაძარი - ყველაზე მაღალი და ყველაზე დიდი ეკლესია ავსტრალიაში. 12. მწვანე ეკლესია, არგენტინა ყველაზე ჩვეულებრივი კათოლიკური ეკლესია ცნობილი გახდა თავისი მდიდარი ცოცხალი სუროს დეკორის წყალობით, რომელმაც ფასადი ბიბლიური გეფსიმანიის ბაღის ალუზიად აქცია. 13. კალიფორნიის მორმონის ტაძარი, აშშ უზარმაზარი შენობა თვალისმომჭრელ თეთრ ფერში შესრულებულია. ეს ფერადი სქემა შემთხვევითი არ არის, რადგან თეთრი ფერი ტრადიციულად აღიქმება სისუფთავის და სიწმინდის სიმბოლოდ. ტაძარში ტურისტებს და ცნობისმოყვარეებს არ უშვებენ, შესვლა მხოლოდ საზოგადოების წევრებს შეუძლიათ. 14. ბროლის მეჩეთი, მალაიზია მეჩეთი ხელოვნურ კუნძულზე მდებარეობს. ფოლადისა და მინისგან არის დამზადებული, ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ბროლისაა. 15. ჰოლანდიის რეფორმირებული ეკლესია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ეკლესია მდებარეობს ქალაქის ცენტრში და ამ ადგილზე აშენებული მეოთხე ტაძარია. სამხრეთ აფრიკაში ადრეული გოთური არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. 16. ტაუნგ-კალატის მონასტერი, მიანმა მონასტერი დგას ვულკანური საცობის თავზე, რომელიც მიმდებარე ტერიტორიიდან 737 მეტრზე მაღლა დგას. მონასტრამდე 777 საფეხური მიდის და ვინც მწვერვალს მიაღწევს, დაჯილდოვდება შესანიშნავი ხედით. ადგილობრივებში ტაუნგ-კალატის მთა ცნობილია, როგორც სულების სავანე. ხალხს სჯერა, რომ ჩამქრალი ვულკანის სიღრმეში ათობით სული ცხოვრობს. 17. ბორგუნდის ეკლესია, ნორვეგია დაახლოებით 1180 წელს აშენდა, არის ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძარი. 18. საგრადა-ფამილია, ესპანეთი ეკლესია ბარსელონაში, რომელიც შენდება კერძო შემოწირულობებით 1882 წლიდან. ანტონი გაუდის ცნობილი პროექტია. უჩვეულო გარეგნობამ ტაძარი ბარსელონას ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად აქცია. ქვის კონსტრუქციების დამზადების სირთულის გამო ტაძარი 2026 წლამდე არ დასრულდება. 19. სვეტიცხოველი, საქართველო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 20. გერგეტის სამების ეკლესია, საქართველო გერგეტის სამება — ხუროთმოძღვრული კომპლექსი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. 21. ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, საქართველო კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. 22. წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, საქართველო თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში. აშენდა 1996-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით. ასევე დაგაინტერესებთ: იცუკუსიმა – წმინდა კუნძული, სადაც აკრძალულია დაბადება და სიკვდილი 11 რელიგია, რომლებიც ზედმეტად უცნაურია, რომ მათი არსებობა მაშინვე დავიჯეროთ წითელი ძაფი მაჯაზე – საიდან გაჩნდა და რას ნიშნავს? 8 მაგალითი, როგორ ზრუნავს რელიგია მორწმუნეების ჯანმრთელობაზე 363 1-ს მოსწონს |