რელიგია ქრისტე აღდგა! – გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 5 მაისი, 0:07 იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ან უბრალოდ აღდგომა უძველესი და უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია.
ყოველწლიურად ეს დღესასწაული სხვადასხვა დროს აღინიშნება მთვარისა და მზის კალენდრების ურთიერთმიმართებიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველთვის კვირა დღეს. აღდგომის დღესასწაული აღინიშნება აღდგომის წირვით, აღდგომის წმინდა ცეცხლით, სააღდგომო მსვლელობით. ამ დღეს მიღებულია მისალმება სიტყვებით: „ქრისტე აღდგა“! და პასუხი მისალმებაზე: „ჭეშმარიტად აღდგა!“. აღდგომაზე ამზადებენ სპეციალურ კერძს, პასქას, რომელიც უფლის სიცოცხლისა და სხეულის სიმბოლოა, და ღებავენ კვერცხს. კვერცხი სიმბოლოა იესო ქრისტეს სისხლისა და ახალ სიცოცხლეში მისი აღორძინების. ტროპარი: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. კონდაკი: დაღაცათუ ნებსით თჳსით დაფლავად შთახედ, უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღჳე და აღდეგ, ვითარცა მძლჱ, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ. 27 2-ს მოსწონს |