საზოგადოება სოფლის მღვდელმა მასწავლა სამი რამის გაკეთება, სანამ სახლიდან გავალ 2019, 29 მარტი, 9:51 სამწუხაროდ, ასე ახლა თითქმის არავინ იქცევა!
ამქვეყნად ცხოვრობდა მოხუცი ადამიანი, რომელსაც ბევრი შვილი და შვილიშვილი ჰყავდა. მას ბევრი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდა და დიდ სიბრძნეს ფლობდა.
მოხუცი შვილიშვილებს ასწავლიდა, მიმართულებას აძლევდა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე ესაუბრებოდა. ერთხელ უფროსმა შვილიშვილმა ბაბუას ჰკითხა: როგორ მოახერხეთ ასეთი თვითკონტროლის და სიმშვიდის მოპოვება? თქვენ ხომ ამდენი რამ გადაიტანეთ! ჩემო ძვირფასო, ყოველთვის ვცდილობდი, გული ცდუნებისგან დამეცვა. როცა ახალგაზრდა ვიყავი, მოხუცმა მღვდელმა სამი რამის გაკეთება მასწავლა. ყოველდღე, სახლიდან გასვლის წინ, ასე ვიქცეოდი: პირველ რიგში, თვალებს ზეცაში აღვაპყრობდი, რომ მახსოვდეს: იქ ჩემი ზეციური მამააა, რომელიც მაკვირდება, მიცავს და მიმართულებას მაძლევს... შემდეგ, მიწისკენ ვიყურებოდი - ამ მომენტში ვაცნობიერებდი, თუ რამდენად ცოტა ადგილია საჭიროა ჩემი საფლავისთვის... და ბოლოს, ყურადღებას ვაქცევდი ავადმყოფს, ბრმას, ყრუს, ღარიბს, უსახლკაროს და მადლიერებით ვივსებოდი იმის გამო, რაც გამაჩნდა. აი, ასე მოვახერხე ყველა დარდის გადატანა, დავრჩი ბედნიერი და უზრუნველი. ღმერთთან მშვიდობასა და სიხარულში ვიცხოვრე და თქვენც ამავეს გისურვებთ. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ბრძნული რჩევა ებრაელებისგან, როგორ გავხადოთ დედა ბედნიერი 2. მშობლების დაკარგვა ყოველთვის შეგცვლით: მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ 3. რას ნიშნავს სინამდვილეში „პატივისცემა“ - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალისთვის კარის გაღება 4. სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ 5. რატომ უყვართ ძლიერ ქალებს უმაკიაჟოდ სიარული
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
8325 2-ს მოსწონს
|