საზოგადოება ერთი ფოტოს ისტორია, რომელიც ყვირის „ვერ შეძლებთ ჩვენს გატეხვას“ 2023, 23 ოქტომბერი, 15:16 ამ ფოტომ მთელი მსოფლიოს ყველა მთავარი გამოცემა მოიარა და ამაყი ქალი სახელგანთქმული გახადა. აი, რა მიზეზით.
ეს ფოტო ბრიტანელმა ფოტორეპორტიორმა ტომ სტოდარტმა გადაიღო 1994 წელს სარაევოში. ქალს ფოტოზე ჰქვია მელიხა ვარეშანოვიჩი. ის სარაევოს ოჯახიდანაა, რომელიც ომმა გაანადგურა. აქ 38 წლისაა. სარაევო ალყაშია. მან და მისმა დამ ახლახანს დედა დაკრძალეს და ერთად ცხოვრობენ. ქალმა შეიჭრა გრძელი თმა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მოვლა უჭირს – წყალმომარაგება განადგურებულია, შამპუნი არ იშოვება. მელიხამ მოკლე თმა დაივარცხნა, შეიღება, ერთ–ერთი საყვარელი კაბა ჩაიცვა და ფეხით მიდის სამსახურში, მთელი ქალაქის გავლით, თითოეულ მოსახვევში სნაიპერის მსხვერპლი შეიძლება გახდეს. მაგრამ არ გარბის, არ ახარებს მტერს შიშით, არ მატებს სიუჟეტს ჟურნალისტებს, რომლებსაც უყვართ განადგურებული და ატირებული დაზარალებულების ფოტოგრაფირება. არა, ამაყად თავაწეული მიაბიჯებს ჯარისკაციების გვერდით, ქვიშის ტომრებით დაცული საწყობების კედლების გასწვრივ. გაოცებულმა სტოდარტმა გადაიღო ფოტო, რომელმაც მოიარა მსოფლიოს ყველა მთავარი გამოცემა და ამაყი ქალი სახელგანთქმული გახადა. მელიხას დღემდე ახსოვს დილა, როცა მიდიოდა სამსახურში და ატარებდა ერთადერთ რამეს, რითაც შეეძლო შეწინააღმდეგებოდა ცინიზმს და ნგრევას – სილამაზე და ღირსება, რომელიც მდუმარედ ამბობდა: „ვერ შეძლებთ ჩვენს გატეხვას“. უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი 689 2-ს მოსწონს |