x
image
Yoona
Mediator image
როგორ ცხოვრობს ბუტუნგის ტომი - ადამიანები „ელექტრული“ თვალებით, რომლებზეც ბუნებამ გვარიანად იჯადოქრა
ინდონეზიის ჯუნგლებში ცხოვრობს ბუტუნგის ტომი. ისინი სხვა ხალხისგან გამოირჩევიან იშვიათი ანომალიით - თვალის კაშკაშა ლურჯი, თითქმის „ელექტრული“ ფერით. გეოლოგმა კორჩნოი პასარიბუმ ამ უჩვეულო ადამიანებს ფოტოები გადაუღო და მისი ფოტოები მყისიერად გავრცელდა ინტერნეტში. გაოცებული ხალხი კითხულობდა, საიდან გაჩნდა ასეთი ფერის თვალების მქონე მთელი ერი ინდონეზიაში, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობას ყავისფერი თვალები აქვს.



გიზიარებთ გეოლოგის გადაღებულ ფოტოებს, ასევე გიამბობთ იდუმალი ბუტუნგის ტომის შესახებ.



image



ბუტუნგის ტომში უჩვეულო ფერის თვალები უმიზეზოდ არ გაჩნდა. ის იშვიათ გენეტიკურ დაავადებას, ვაარდენბურგის სინდრომს უკავშირდება. მისი მიზეზი გენების მუტაციაა.




როგორც წესი, ვაარდენბურგის სინდრომი მემკვიდრეობით გადაეცემა და იწვევს ჰეტეროქრომიას და სმენის დაქვეითებას. ამ დაავადების მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ „ბერძნული“ პროფილი, საკმაოდ ფართო ცხვირის ხიდით და შეერთებული წარბებით. ამ სინდრომით დაავადებულთა 25%-ს აქვს ნაცრისფერი თმა შუბლზე ან ადრე იწყებენ გაჭაღარავებას. მკვლევრების შეფასებით, დაავადება ამა თუ იმ ფორმით გვხვდება 42 ათასიდან ერთ ადამიანში.



image



ვაარდენბურგის სინდრომი იშვიათად გვხვდება, თუმცა ბუტუნგის ტომში საკმაოდ ბევრი ასეთი ადამიანია. შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმით, რომ ისინი ყველა ერთ კუნძულზე ცხოვრობენ და, შესაბამისად, ბევრი ერთმანეთის ნათესავები არიან.



გარდა ამისა, ზოგიერთ ადგილობრივ სოფელში უპირატესობას ანიჭებენ გარე ბიძაშვილთან ქორწინებას. ეს კეთდება იმისთვის, რომ ოჯახში ქონება შეინარჩუნონ.



image



ბუტუნგის ყველა მაცხოვრებელს ეს დაავადება არ აწუხებს. ამ ხალხის ბევრ წარმომადგენელს აქვს ყავისფერი თვალები, როგორც ინდონეზიის მაცხოვრებელთა უმეტესობას. ასევე კუნძულ ბუტუნგზე, სადაც ეს ტომი ცხოვრობს, შეგიძლიათ ნახოთ ადამიანები, რომელთაც ერთი თვალი ლურჯი აქვთ, მეორე - ყავისფერი.



image



როგორც გეოლოგმა პასარიბუმ განმარტა, ბუტუნგები არ უჩივიან ცუდ მხედველობას და თვალების „ელექტრული“ ფერი არანაირ დისკომფორტს არ უქმნით. გეოლოგი ამბობს, რომ ცისფერთვალება ტომი მისთვის წარმოუდგენლად შთამაგონებელი იყო, რადგან, მისი აზრით, ისინი მართლაც უნიკალურები არიან.



image



გეოლოგმა ასევე თქვა, რომ ბუტუნგის მაცხოვრებლები საერთოდ არ გრძნობენ თავს უხერხულად ფოტოს კამერის წინაშე და გადაღებებში სიამოვნებით მონაწილეობდნენ. „ძალიან მეგობრულები არიან, ძალიან თავაზიანები. ფოტოების გადაღება არ ერიდებათ“ - ამბობს გეოლოგი.



image



არსებობს კიდევ ერთი თეორია, რატომ აქვს ბუტუნგის ბევრ ადამიანს ლურჯი თვალები. ბუტუნგის სამხრეთით არის პატარა კუნძული, სადაც სოფელი კაიმბუავა მდებარეობს. სწორედ იქ გადმოვიდნენ ნაპირზე პორტუგალიელი მეზღვაურები მრავალი საუკუნის წინ. კოლონისტები დაქორწინდნენ ადგილობრივი სამეფო ოჯახის პრინცესებზე და დღემდე მათ შთამომავლებს აქვთ ლურჯი თვალები, როგორც მათ ევროპელ წინაპრებს.



image



ანომალიურად კაშკაშა თვალების გარდა ბუტუნგის ხალხს სხვა რამაც აქვთ საამაყო. მაგალითად, მალიგეს სასახლე. ოთხსართულიანი შენობა ტრადიციულ სტილში აშენებულია და მრავალი წელია მყარად დგას მიწაზე ლურსმნების გარეშე.



image



ბუტუნგის ტომს უჩვეულო ტრადიციები აქვთ. ერთ-ერთ ტრადიციას „პოსუო“ ეწოდება, რომელიც მოზარდი გოგონების ზედიზედ 4 დღით იზოლირებას ითხოვს. ითვლება, რომ ეს სქესობრივად სწრაფად მომწიფებაში დაეხმარებათ. ადრე ტრადიცია ითხოვდა მოზარდების განმარტოებას 40 დღის განმავლობაში.



image



ანანასი ბუტუნგის ერთ-ერთი სიმბოლოა: მისი ფიგურები ამშვენებს სახლებს და საზოგადოებრივ ადგილებს მთელ კუნძულზე. თუმცა აქ ანანასი არ იზრდება. მიზეზი, რატომაც ითვლება ეს ხილი კუნძულის სიმბოლოდ, არის ის, რომ ანანასი შეიძლება გაიზარდოს სხვადასხვა კლიმატში და ნებისმიერ გარემოში. ბუტუნგები თავიანთ თავს ანანასს უკავშირებენ და თვლიან, რომ ასევე შეუძლიათ ადაპტირება სხვადასხვა პირობებთან.



image



კუნძულ ბუტუნგს აქვს ბუნებრივი ასფალტისა და სხვა მინერალების შთამბეჭდავი მარაგი, მაგრამ ბოლო წლებში მაცხოვრებლებმა დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ამ ადგილებს აქვთ უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულად რეალიზებული. კუნძულის სანაპიროზე არის ბევრი სანაპირო თეთრი ქვიშით, ნარეცხი წყნარი ოკეანის წყლებით. თუმცა აქ ცუდად არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, განსხვავებით, მაგალითად, ინდონეზიის ყველაზე პოპულარული კურორტი ბალისგან.



image



ბუტუნგის ტომის ხალხის სილამაზე ნამდვილად მომხიბვლელია. როცა მათ უძირო თვალებს უყურებ, გეჩვენება თითქოს ანგელოზები ჩამოვიდნენ ზეციდან ტროპიკულ ტყეებში დამალულ კუნძულზე დასასახლებლად.



image



ასევე დაგაინტერესებთ:

დღეგრძელი ლი ჩინ-იუენის ისტორია, რომელმაც 200 წელზე მეტი იცოცხლა

17 ფაქტი ბუტანის შესახებ - ქვეყანა, სადაც უსახლკარო არ არსებობს, ხოლო მედიცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია

როგორ გამოიყურებოდნენ მოზარდები სხვადასხვა ქვეყნიდან 100 წლის წინ

ლაჟვარდოვანი ჯოდპური – ზღაპრული ქალაქი ინდოეთში

როგორ მეგობრობდნენ ცხოველები ადამიანებთან მე–19 საუკუნეში


0
208
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
208