საზოგადოება ჩვევები, რომლებიც ჭკვიან ადამიანს სულელისგან განასხვავებს 2019, 1 ივნისი, 13:41 „სისულელე და სიბრძნე ისევე ადვილად შეიძლება გადმოგვედოს, როგორც ინფექციური დაავადებები“ - გვაფრთხილებდა შექსპირი. სწორედ ამიტომ, ადამიანმა გარემო წრე ფრთხილად უნდა აირჩიოს.
როგორ მივხვდეთ, ვინ არის ჩვენ წინაშე: ჭკვიანი ადამიანი თუ სულელი? ფსიქოლოგები ადამიანის მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობის 10 ნიშანს ასახელებს. გაცნობის დროს ეს ნიშნები ეძებეთ.
1. კონტექსტის გარეშე არაფერს აფასებენ
ჭკვიანი ადამიანი შეფასების და დასკვნების გამოტანას არ ჩქარობს, სანამ ყველა დეტალს და გარემოებას არ გაანალიზებს. ის იშვიათად აკრიტიკებს და განსჯის. სულელი ადამიანი ყოველგვარი განხილვის გარეშე შეფასებებს ადვილად იძლევა. ამასთან ჰგონია, რომ კრიტიკის ობიექტზე უკეთესია. 2. საკუთარ შეცდომებს მარტივად აღიარებს ჭკვიანი ადამიანის მთავარი მიზანი ჭეშმარიტების პოვნაა და არა იყოს ყოველთვის მართალი. ის შესანიშნავად აცნობიერებს, რომ შეიძლება შეცდომა დაუშვას, რადგან ამქვეყნად იდეალური არავინაა. სულელი ადამიანი საკუთარ მარცხს არ აღიარებს. 3. მშვიდად იქცევა პარტნიორთან კამათი, გრძელი საცობი გზაზე ან რეისის მოულოდნელი გაუქმება - ყველაფერი, რამაც შეიძლება წყობილებიდან გამოგიყვანოთ. თუმცა, კვლევის შედეგების მიხედვით, ჭკვიანი ადამიანი უფრო მშვიდია, ვიდრე ის, ვისაც IQ-ის დაბალი კოეფიციენტი აქვს. მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მრავალწლიანმა კვლევამ დაამტკიცა, რომ აგრესიულ ქცევასა და ინტელექტის დაბალ დონეს შორის კავშირი არსებობს. 4. თავს სხვებზე უკეთესად არ თვლის სულელი ადამიანი საკუთარ თავს ყველაზე უკეთესად თვლის. კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალში „ფსიქოლოგიური მეცნიერება“ გამოქვეყნდა, ნაკლებად ინტელექტუალური ადამიანი ჰომოფობიისა და რასიზმისკენ მიდრეკილი უფროა. ის სხვებს შეურაცხყოფას აყენებს, რომ მათ ფონზე კარგად გამოიყურებოდეს. ჭკვიანი ადამიანი საკუთარ თავს სხვებს არ ადარებს. მას სხვების წარმატება უკვე ახარებს და მზად არიან დაგეხმაროთ. 5. სხვებს ხშირად თანაუგრძნობენ დაბალი IQ-ის მქონე ადამიანი ხშირად ეგოისტურად იქცევა. ის სხვა ადამიანების გრძნობებისა და საჭიროებების მიმართ გულგრილია. ეს იმიტომ ხდება, რომ სხვა ადამიანის ადგილზე თავის წარმოდგენა და მათი აზრების გაგება არ შეუძლიათ. 6. მარტო თავს კომფორტულად გრძნობენ ჭკვიან ადამიანს საკუთარ ფიქრებთან განმარტოება არ ბეზრდება. ხშირად მნიშვნელოვანი იდეები სწორედ მარტოობის მომენტში მოდის. სულელები კი მარტოობას ყველანაირად გაურბიან. როცა მარტო რჩებიან, საკუთარი სიცარიელის ყურება უწევთ, ამიტომ როცა მარტო არიან სოციალური ქსელები და სიახლეები ასეთ ადამიანებს შველის. 7. გვიან იძინებენ და მაღვიძარას ხმას ხშირად „ცვლიან“ მკვლევარები იაპონიიდან კაია პერინა და სატოსი კანაძავა თვლიან, რომ „ბუებს“ შორის უფრო მეტი ჭკვიანი ადამიანია. საკუთარ კვლევაში მათ დღიურ ციკლსა და მაღალ ინტელექტს შორის კავშირი განსაზღვრეს. ასევე აღნიშნავენ, რომ ადამიანები, რომლებიც მაღვიძარას ხშირად ცვლიან, სხეულის მოთხოვნილებების მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან. 8. სულელად გამოჩენა არ აშინებს ჭკვიან ადამიანს სულელად გამოჩენა არ აშინებს და საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას აძლევს. სულელები კი, პირიქით, მთელი ძალებით საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობის წარმოჩენას ცდილობენ. ის სიამოვნებით შეგისწორებთ. ასეთები შეგხვედრიათ? 9. არ ეშინია ჭკვიანი ადამიანის ცხოვრებას შიში არ აკონტროლებს. აი, სულელს კი ეშინია: არა ვერ წავალ და ამას არ გავაკეთებ, შეიძლება რაღაც მოხდეს. ასეთი მოქმედებით ადამიანი გამოცდილებას ღებულობს, ხოლო ის, ვინც სახლში ზის და კანკალებს, ცხოვრების აზრს ვერ ჩაწვდება. 10. დიალოგს მართავს თუ ადამიანი მუდმივად საკუთარ თავზე საუბრობს და თქვენ სიტყვის ჩაკვეხება გიჭირთ, მაშინ იცოდეთ, რომ საქმე სულელ ადამიანთან გაქვთ. ზოგჯერ ადამიანს ყველაფრის ამოთქმა სურს, მაგრამ მუდმივად ასე არ უნდა იყოს. პ.ს. ყოველთვის ჭკვიანურად მოქცევა ყველას არ შეუძლია, მაგრამ ცდა მაინც ღირს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ყველაფერი მარტივია: თუ რამე არ მოგწონთ - შეცვალეთ, ტყუილად სხვებს ტვინს ნუ უბურღავთ 2. ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში არის არა ის, რაც გვაქვს, არამედ ის, ვინც გვყავს 3. სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ 4. 10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ 5. რატომ უყვართ ძლიერ ქალებს უმაკიაჟოდ სიარული
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
3660 4-ს მოსწონს 1-ს არა |