x
image
Yoona
Mediator image
10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ
image

მოტყუება კარგი არაა და ამის შესახებ ყველამ ბავშვობიდან ვიცით, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანების, მეგობრების და ნათესავების მოტყუება. თუმცა არსებობს ისეთი რაღაცები, რომელზეც ჯობს, გაჩუმდეთ. გულახდილობა ზოგჯერ ბოროტად გვეხუმრება, სწორედ ამიტომ, თუ ვინმესთან ურთიერთობის გაფუჭება და უხერხულ სიტუაციაში მოხვედრა არ გსურთ, საკუთარ თავზე ინფორმაციის გავრცელებას მოეშვით.

თქვენ წინაშეა 10 რამ, რომელთა შესახებ არავის უნდა უამბოთ - ნათესავებს და მეგობრებსაც არ გაანდოთ.


1.შემოსავალი. ახლობლებისთვის ეს თემა ნამდვილი ტაბუ არის. მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი შემოსავალი მოკრძალებულია თუ საკმაოდ მსუყე, თანხის რაოდენობა არავის უნდა გაუმჟღავნოთ. თუ ნათესავებს ეტყვით, რამდენს გამოიმუშავებთ, ამით საბაბს მისცემთ, რომ თქვენს ბიუჯეტში ხელები აფათურონ. საჭიროა არაა, ვიღაცამ ფიქრებით ან რეალურად თქვენი ხელფასი გადაანაწილოს.


image

2. ვალის ვალდებულება. ნებისმიერი გადაუხდელი თანხა - მხოლოდ თქვენი საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ კრედიტი და ვალი თქვენ გულს გიღონებთ, ეს ინფორმაცია ნათესავებს არ გაუმხილოთ. მათგან დახმარებას ვერ მიიღებთ, სამაგიეროდ, ბევრს გაგკიცხავენ. ადამიანებს უარყოფითი ქმედებისკენ რატომ უნდა უბიძგოთ?


3.ხარჯები. ყველა ადამიანის ცხოვრების წესი და მოთხოვნები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამასთან, ეს ვიღაცას ცუდად ან უკეთესად არ ხდის. გამომუშავებული თანხის მიუხედავად, თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, საკუთარი ფული სად და როგორ დახარჯოთ. თუ მომავალშიც ფულის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვა გსურთ და არა სხვისი სურვილის გათვალისწინებით, ხარჯების ციფრი საქვეყნო არ გახადოთ. მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილს შეუძლია გაუგოს სხვას, როცა საქმე ხარჯებს ეხება. ძვირად ღირებულ რესტორანში თქვენი ვახშამი ან შაბათ-კვირას უკანასკნელი ფულით ქალაქგარეთ მოგზაურობა ყველასთვის გასაგები არაა.

image

4.უსიამოვნებები. როგორც არ უნდა გსურდეთ, რომ ნათესავებს თქვენი საზრუნავი გაუმხილოთ, გახსოვდეთ, რომ მათგან მაქსიმუმ მოსმენას მიიღებთ. არ ელოდოთ, რომ ვინმე თქვენი პრობლემის გადაჭრას შეეცდება. შემდეგ რომ გული არ დაგწყდეთ ან ნოტაციები რომ არ მოისმინოთ, თქვენს პრობლემებს ჩუმად გაუმკლავდით.

image

5.ჩვევები. უშეცდომო არავინაა, თუმცა ადამიანები სწორედ რომ სხვისი ჩვევების მიმართ საკმაოდ მოუთმენლები არიან. მნიშვნელობა არ აქვს, ვახშმის დროს რამდენიმე ბოთლ ღვინოს სვამთ თუ ეწევით - საკუთარი დამოკიდებულების გამჟღავნება არ ღირს. ის, რაც თქვენთვის ნორმალურია, სხვებს ნარკოლოგთან ვიზიტის საბაბად მიაჩნიათ. ნათესავების განერვიულება არ ღირს.


6.პერსპექტივები. პროექტის დასრულების ბოლოს კარიერულ ზრდას გპირდებიან? შესანიშნავი ამბავია, ოღონდ მხოლოდ თქვენთვის. ამ მომავალი სასიხარულო ამბის ყველასთვის მოყოლა არ იჩქაროთ. მთელი ძალისხმევა სასურველის მისაღწევად მიმართეთ. ენერგია ამაში დახარჯეთ და არა საკუთარი პერსპექტივების შესახებ ნათესავებთან საუბრებში. ამის გაკეთებას კიდევ მოასწრებთ, როცა სასურველ პოზიციას დაიკავებთ.


7.დაგეგმილი საყიდლები. მნიშვნელობა არ აქვს, ახალი მანქანის შეძენა გსურთ, თუ უახლოესი მოდელის ტელეფონის ან 25-ე კაბის - ამის შესახებ მხოლოდ შეძენის შემდეგ უნდა ისაუბროთ. ნათესავები მხარს ნაკლებად დაგიჭერენ, სამაგიეროდ ყიდვის სიამოვნებას უბრალოდ დაკარგავთ.

image

8.დაგეგმილი დასვენება. კიდევ ერთი თემა, რომელიც ფაქტის შემდეგ უნდა განიხილოთ. თქვენ ბევრი იმუშავეთ და დასვენების მოლოდინში ხართ? შესანიშნავია, მაგრამ ეს ჩუმად გააკეთეთ. თუ როგორ დაისვენეთ - ამის შესახებ მოგვიანებით უამბეთ, როცა სურათებს აჩვენებთ და სუვენირებს აჩუქებთ.


9.დაგეგმილი სამსახური. სამსახურის, თანამდებობის, პროფესიის შეცვლა - ეს ის თემები არაა, რომლებზეც ვინმეს კონსულტანცია გჭირდებათ. ასეთი გადაწყვეტილებები მარტო უნდა მიიღოთ, რადგან თქვენ გარდა არავინ იცის, თუ რა არის უკეთესი. ყველა მხრიდან რჩევებს და მრჩეველებს ვერ მოიშორებთ, თუ სამომავლო გეგმებს გააჟღერებთ.


10.სამომავლო გეგმა. თქვენ უკვე მიხვდით, რომ სიტყვა „დაგეგმილს“ უყვარს სიჩუმე და დუმილი. ნებისმიერი სამომავლო გეგმა საჯარო გამოცხადებას არ საჭიროებს. წარმატებას უყვარს ისინი, ვინც მისკენ ჯიუტად მიისწრაფვიან და ამის შესახებ ყოველ კუთხეში არ საუბრობენ. დიახ, ნათესავები ახლობელი ადამიანები არიან, მაგრამ უმჯობესია თუ მათ საკუთარ წარმატებებს, და არა გეგმებს, გაუზიარებთ.

image

ტყუილად არ ამბობენ, რომ დუმილი ოქროა. როგორც არ უნდა გსურდეთ რომ თქვენი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია სხვებს გაუზიაროთ, პირველ რიგში კარგად დაფიქრდით!



უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


1
5858
3-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
5858
  
2018, 5 დეკემბერი, 20:06
ყოჩაღ ავტორს. სტატია 100%-იანია. 4-ე პუნქტი განსაკუთრებით.

ასეთი რამეა კიდევ ნათქვამი: ,,არავის გაუმხილოთ თქვენი პრობლემები, 80%-ს ფეხებზე კიდია და 20%-ს უხარია რომ პრობლემები გაქვთო''
0 1 1