x
image
Yoona
Mediator image
გახსენით და არ დალიეთ? იცით, რამდენ ხანს შეიძლება გახსნილი ღვინის შენახვა?
ღვინის დელიკატური გემო შეიძლება გაფუჭდეს არასწორი შენახვის გამო, ხოლო გახსნის შემდეგ ყველაფერი უფრო რთულდება. გახსნილი ღვინო არ ბერდება ისე, როგორც დალუქული ბოთლი, და ჰერმეტულობის დარღვევის შემდეგ სწრაფად იწყება უკუათვლა იმ დრომდე, როცა ღვინო დასალევად უვარგისი ხდება.



image



გახსნილი ბოთლის შენახვის ვადა შეიძლება განსხვავდებოდეს მრავალი ფაქტორის მიხედვით, როგორიცაა ღვინის ტიპი, შენახვის პირობები და ბოთლში მოხვედრილი ჰაერის რაოდენობა.



როგორც წესი, წითელი ღვინო გახსნიდან 6 დღემდე შეგიძლიათ შეინახოთ. მთავარია, სწორად ინახებოდეს გრილ და ბნელ ადგილას, ასევე დახურული ჰქონდეს კორპი ან ღვინის საცობი, რათა არ მოხდეს ჟანგბადის ჭარბად შეღწევა. თეთრი ღვინო იმავე შენახვის პირობებში მხოლოდ 3 დღემდე ინახება.




image



ღვინის ზოგიერთი სახეობა, როგორიცაა გამაგრებული ღვინოები, მაგალითად, პორტვეინი ან ხერესი, უფრო დიდხანს ინახება ალკოჰოლის მაღალი შემცველობის და დამატებითი გამაგრების გამო. აი, ცქრიალა ღვინო გახსნიდან რამდენიმე საათში თავის სიშუშხუნეს კარგავს.



რატომ ფუჭდება ღვინო?



ღვინო დელიკატური სასმელია და გახსნისთანავე მასში ჰაერი ხვდება და ჟანგვის პროცესი იწყება. სწორედ ის იწვევს ღვინის გაფუჭებას.



image



დაჟანგვა ქიმიური პროცესია, რომელიც გავლენას ახდენს ღვინის გემოსა და არომატზე. გახსნილ ღვინოში შეიძლება განვითარდეს ძმარმჟავას ბაქტერიები. ეს ქიმიური რეაქცია ალკოჰოლს გადააქცევს აცეტალდეჰიდად, შემდეგ ძმარმჟავად, და იწვევს გაფუჭებას. ეს შემდეგ ტოვებს ძმრის მწარე გემოს და სუნს.



ღვინოების უმეტესობის შემთხვევაში ადვილი ამოსაცნობია, ღვინო გაფუჭებულია თუ არა. თუ გაბედავთ და გემოს გაუსინჯავთ, განსხვავებას მაშინვე იგრძნობთ. დაჟანგვით თეთრი ღვინო შეიძლება გახდეს ყავისფერი, ხოლო წითელი - ნარინჯისფერი.



წითელი ღვინო



როგორც წესი, წითელი ღვინო გახსნიდან 3-5 დღე შეგიძლიათ შეინახოთ, თუ ისევ დალუქავთ და გრილ, ბნელ ადგილას შეინახავთ. ღვინო ტანინების მაღალი შემცველობით, როგორიცაა კაბერნე სოვინიონი, უფრო დიდხანს ინახება, უკეთ არის დაცული ჟანგბადისგან. ღვინო ტანინების ნაკლები შემცველობით, როგორიცაა პინო ნუარი, დიდხანს ვერ გაძლებს, როგორც უფრო ნაჯერი წითელი ღვინო, როგორიცაა შირაზი.



image



წითელი ღვინის გახსნილ ბოთლზე ტემპერატურის ცვლილებების ან მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედება უარყოფითად მოქმედებს ღვინის გემოზე, არომატზე და ფერზე. თუ ღვინის ბოთლს სამზარეულოს მაგიდაზე დატოვებთ, უკვე მეორე საღამოს მჟავე გემოს შეიძენს.



ტექნიკურად, წითელი ღვინო გახსნიდან 7 დღის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ, მაგრამ რეკომენდებული არ არის, რადგან ამ დროში გემოს კარგავს. გაფუჭების ნიშნები შეიძლება იყოს ძმრის ან ფრჩხილის ლაქის მსგავსი უსიამოვნო სუნი, მჟავე ან ძმრის გემო ან მღვრიე სითხე.



თუ გახსნილ წითელ ღვინოს მაცივარში შეინახავთ, შენახვის ვადის გახანგრძლივებას შეძლებთ. მისი დალევა კიდევ რამდენიმე დღე შეიძლება, მაგრამ გირჩევთ, რომ დალიოთ 3-5 დღის განმავლობაში ოპტიმალური გემოსთვის. მაცივარშიც კი წითელი ღვინო საბოლოოდ ფუჭდება, ამიტომ ვადებს არ გადააჭარბოთ.



თეთრი და ვარდისფერი ღვინო



ღია თეთრი ღვინოების უმეტესობა, როგორიცაა პინო გრიჯიო, პინო გრი, სოვინიონ ბლანი და კუპაჟი, როგორიცაა რისლინგი, ვერმენტინო, გახსნიდან 2 დღე შეგიძლიათ შეინახოთ. კარგი წესი: რაც უფრო მშრალია ღვინო, მით უფრო დიდხანს ინახება.



image



2-3 დღე მაქსიმუმია ვარდისფერი ან თეთრი ღვინისთვის, როგორიცაა შარდონე, ფიანო, რუსანი, ვიონე და ვერდელიო.



image



თეთრი და ვარდისფერი ღვინის მაცივარში შენახვით მის გემოს და არომატს უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ, ვიდრე ოთახის ტემპერატურაზე. თუ ღვინო გახსნილია, უმჯობესია დალიოთ 3-5 დღის განმავლობაში. მაცივარშიც კი ღვინო შეიძლება გაფუჭდეს, ამიტომ რეკომენდებულია დალევამდე უსიამოვნო სუნზე ან მჟავე გემოზე შეამოწმოთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

როდესაც შამპანური ბნელ მხარეზე გადავიდა - როგორ გადავრჩეთ ალკოჰოლით მოწამვლისას?

პროდუქტები, რომლებიც ალკოჰოლთან ერთად არ უნდა მიიღოთ

იცით, რა ცვლილებებს გამოიწვევს ორგანიზმში ალკოჰოლზე 28 დღით უარის თქმა?

ბეილისი, ქსუ-ქსუ და ბეხეროვკა: მოვამზადოთ ძვირადღირებული სასმელები სახლის პირობებში

როგორ მოვამზადოთ გლინტვეინი თეთრი ღვინით და ხილით


0
212
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
212