სხვა 20+ მტკიცებულება, რომ იაპონიაში ცხოვრება ჩვენგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება 2022, 15 ოქტომბერი, 14:41 21-ე საუკუნეში ბევრ მოგზაურს სანაპიროზე წოლას ურჩევნია, რომ სხვა ქვეყნის კულტურა, ცხოვრების წესი შეისწავლოს. ეს ყოველთვის საინტერესო აღმოჩენებს გვპირდება, განსაკუთრებით იაპონიის შემთხვევაში.
20+ მტკიცებულება, რომ იაპონია გაოცების, აღფრთოვანების და დაბნეულობის ამოუწურავი წყაროა. იაპონელების უმეტესობას ოფლის უსიამოვნო სუნი არ აქვთ. ისინი სპრეი დეოდორანტებს იყენებენ, რომელიც, ძირითადად, ოფლის რაოდენობას ებრძვის და არა მის სუნს. იაპონურ სილამაზის სალონებში თავის დაბანისას სახეზე სალფეთქს გაფარებენ, რომ მაკიაჟი არ გაიფუჭოთ და მოდუნება შეძლოთ. ბევრ საჯარო ადგილას ტატუს ჩვენება არ შეიძლება. სანამ სავარჯიშო დარბაზში წახვალთ, ტატუზე პლასტირი უნდა დაიკრათ. „ახლა იაპონიაში ვარ. ჩემს სასტუმროში ყველა ლიფტში ასეთი ნივთი დევს“. ეს ავარიული ტუალეტია. მეტროში არის ვაგონი მხოლოდ ქალებისთვის. „მტვირთავებმა ჩემი ფეხსაცმელი ასე დადეს, რომ იატაკი სუფთა დარჩენილიყო“ იაპონიაში სახეზე ახალგაზრდობიდან ზრუნავენ, განსაკუთრებით თვალების გარშემო კანზე. მას არასდროს ხეხავენ, არამედ ნაზად ასუფთავებენ. საღეჭი რეზინა ქაღალდთან ერთად იყიდება, რომ რამეში გაახვიოთ და გადააგდოთ. პიცის ყუთს სახელური აქვს, რომელიც პიცის ჰორიზონტალურად ტარების საშუალებას იძლევა. ტოკიო მჭიდროდ დასახლებულია და ვიწრო და მაღალი სახლები ხშირად შენდება. კვება იაპონიის საავადმყოფოში. ვენდინგის აპარატი, სადაც იყიდება დაში – ტრადიციული თევზის ბულიონი. იაპონური თეთრი მარწყვი. ჩვეულებრივი მარწყვის გემო აქვს, მაგრამ მჟავე არაა. აქ ძაღლები უყვართ და ანებივრებენ. ხშირად ალამაზებენ და ეტლით ასეირნებენ. კოკა–კოლას ბოთლის ეტიკეტით შეგიძლიათ ბაფთა გააკეთოთ. ქურდობის საწინააღმდეგო სისტემა ჩემოდნებისთვის. ქუჩებში გამჭვირვალე ტუალეტები დგას. მინა იბურება, როცა ადამიანი შიგნით შედის. ეს ბარის ტუალეტია. როცა თქვენს საქმეს აკეთებთ. თავი ნელ–ნელა მოახლოებას იწყებს, სანამ თქვენს მუხლებს არ აკოცებს. იაპონელები დოკუმენტებზე ხელს არ აწერენ. ამის ნაცვლად პირადი ბეჭედი აქვთ. იაპონური რესტორნების უმეტესობა პლასტმასისგან მენიუს რეალურ მულაჟს ქმნის, რომ მენიუ წარმოაჩინოს. თანამშრომლების ქურთუკები კონდიციონერებით აღჭურვილია. ბიბლიოთეკას აქვს აპარატი, რომელიც წიგნებს 30 წამში ასუფთავებს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. იაპონელების ცხოვრების 15 პრინციპი, რომლებიც ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ 2. ძველი ეგვიპტელების 20 უცნაურობა, რაც ისტორიის მცოდნეებსაც კი დააბნევს 3. 16 სამხრეთ კორეისთვის ჩვეული ნივთი, რაც ჯერ შოკს, შემდეგ აღფრთოვანებას იწვევს 4. 15 ფაქტი ჩინეთის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთნახეთ, როგორ ცხოვრობს სახელმწიფო, რომლის შესახებ ყველას სმენია, მაგრამ არავინ არაფერი იცის 5. 17 ფაქტი ბუტანის შესახებ - ქვეყანა, სადაც უსახლკარო არ არსებობს, ხოლო მედიცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია 6. როგორ ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის 1 % - 15 ფაქტი 1697 1-ს მოსწონს |