სხვა 7 რამ, რაც ინდოელი ბრძნების აზრით საიდუმლოდ უნდა შეინახოთ 2019, 24 ივნისი, 15:49 როცა ბედნიერი ხართ, გსურთ, რომ ამის შესახებ მთელ სამყაროს უამბოთ. თუმცა ბედნიერება, როგორც ცნობილია, მხოლოდ სიჩუმეში, სხვა თვალისგან მოშორებით იზრდება. არსებობს ასეთი გამონათქვამი „თავის ქებას დაიწყებთ და მის გარეშე დარჩებით“. ბედნიერების გარდა ცხოვრებაში არსებობს რამდენიმე რამ, რაც სჯობს საიდუმლოდ შეინახოთ.
1. თქვენი გეგმები
რა თქმა უნდა, საქმე არ ეხება წვენის საწურის ყიდვას ან ხვალ კინოში წასვლის გეგმას (თუმცა ზოგჯერ სჯობს ასეთ წვრილმანებზეც გაჩუმდეთ), არამედ უფრო გლობალურ საკითხებს. სამომავლო გეგმებზე საუბარი არ ღირს, სანამ გეგმა ოდნავ რეალური არ გახდება.
ამის მიზეზი რამდენიმე გაფრთხილებაა: პირველ რიგში, გეგმა ხშირად მხოლოდ იდეაა, რომელიც სხვისი კრიტიკის და სკეპტიციმის ქვეშ შეიძლება მარტივად დაიღუპოს. მეორე მხრივ, თანხმობის მიღების შემდეგ, ადამიანი მის განხორციელებას ნაკლები ენთუზიაზმით შეუდგება. 2. კეთილი საქმეები ქრისტიანულ სამყაროში ყველა სიკეთე, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩუმად უნდა გაკეთდეს. და მაშინ ბიბლიის სიტყვებით: „და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად“. ეს ნებისმიერი ხალხის რელიგიის მიმართ სამართლიანია. ადამიანი, რომელიც ყველა კუთხეში საკუთარ ქველმოქმედებაზე საუბრობს, არა აღტაცებას, არამედ ზიზღს იწვევს. მისთვის კეთილი საქმეები მხოლოდ საკუთარი „ეგოს“ დაკმაყოფილების საშუალება და თავის გამოჩენის საბაბი ხდება. ინდოელი ბრძენები ამბობენ, რომ ქველმოქმედებას ისე არაფერი კლავს, როგორც სიამაყე. 3. ასკეტიზმი იმაზეც ჩუმად უნდა იყოთ, თუ რამდენად მკაცრი ცხოვრების წესს მისდევთ. ძილისგან, საჭმლისა და სექსუალური ცხოვრებისგან თავშეკავება - სასარგებლო რამაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას შესაბამისი ემოციური მდგომარეობა ახლავს. 4. სიმამაცე და გმირობა შინაგანი გამოცდა, რომელსაც განვიცდიდით, ისეთივე ღირებულია, როგორც გარეგნული გამოცდა. თუმცა პირველს ადამიანს შეუიარაღებელი თვალით ხედავს, მეორეს კი ჩუმად. რატომ არ საუბრობენ ამაზე? აქ სათქმელი ბევრი არაფერია. ერთი მხრივ, სიბრძნის და გამოცდილების სახით ჯილდო უკვე მიიღეთ, მეორე მხრივ, ასე ზედმეტი სიამაყისა და თავის ქებისგან თავს დაიცავთ. თავის იქებს ყველაზე ხშირად ის, ვინც შინაგანად ცარიელია. 5. სულიერი ცოდნა ის, რისი გაძლებაც თქვენ შეგიძლიათ, ყველას არ შეუძლია. თქვენი შინაგანი ცვლილებები თქვენს ცხოვრებაზე ისედაც აისახება, ამიტომ ეცადეთ შინაგანად ყველაფერი გააკონტროლოთ. 6. ოჯახური პრობლემები თუ თქვენ ცოლი ხართ, ქმრის ნაკლის შესახებ დაქალებსა და ნათესავებს არ უამბოთ. თუ თქვენ ქმარი ხართ, ცოლზე ცუდი არაფერი თქვათ. კონფლიქტს ასე ვერ მოაგვარებთ, ხოლო სხვებს თქვენთვის ახლობელ ადამიანზე კარგი შთაბეჭდილება არ ექნებათ. ძლიერია ის ოჯახი, სადაც ჩხუბი სახლის ზღურბლს არ სცდება. 7. სხვების ქცევები და ნეგატივი შეიძლება ფეხსაცმელი დასვაროთ, ან შეიძლება სული აატალახოთ. სული ჭორების, ვინმეს ცუდი საქციელის გარჩევის, განკიცხვის და უშნო სიტყვების გამო ჭუჭყიანი ხდება. თუ მსგავსი საქციელის მოწმე გახდით, ნეგატივს თქვენი სულის სიჩუმეში დაღუპვის საშუალება მიეცით. ეს ვირუსი უფრო შორს არ გაავრცელოთ. როგორც ამბობენ, დუმილი კარგი, უსაფრთხო და ლამაზია. ასევე დაგაინტერესებთ: გეშინოდეთ სუსტების! ამისთვის სერიოზული მიზეზი არსებობს 10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ ყველაფერი მარტივია: თუ რამე არ მოგწონთ - შეცვალეთ, ტყუილად სხვებს ტვინს ნუ უბურღავთ 20 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლებიც ჯობს, რაც შეიძლება ადრე გაიგოთ მშობლების დაკარგვა ყოველთვის შეგცვლით: მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
4525 2-ს მოსწონს |