x
image
Yoona
Mediator image
ძველი ცემენტის ქარხანა ნამდვილ ვილად გადააქციეს
როდესაც 1973 წელს რიკარდო ბოფილი, ცნობილი ესპანელი არქიტექტორი, წააწყდა ცემენტის მიტოვებულ ქარხანას, მაშინვე დაინახა მასში ზღვა შესაძლებლობა. ასე დაიბადა La fábrica და თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ შენობა მთლიანად გადაკეთდა უნიკალურ სახლად.



image



ძველი ცემენტის ქარხანა ბარსელონას მახლობლად მდებარეობს. ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საწარმო და არქიტექტორს და მის გუნდს დიდი ძალისხმევის გაღება მოუწია ნახევრად დანგრეული შენობის გასარემონტებლად. ბოფილისთვის ეს მთელი ცხოვრების პროექტი გახდა, რომელიც მუდმივად იცვლებოდა და ვითარდებოდა არქიტექტორთან და მის შემოქმედებით იდეებთან ერთად.



image




image



image



რამდენიმე წლის განმავლობაში ქარხანა ნაწილობრივ დაშალეს, რის შემდეგაც არქიტექტორის გუნდმა დაიწყო ინტერიერის გარდაქმნა თანამედროვე საცხოვრებელ სივრცედ.



image



image



შენობა სრულად გარდაიქმნა წარმოუდგენელ და აბსოლუტურად უნიკალურ საცხოვრებელ სახლად.



image



„ცემენტის ქარხანა პირველ რიგში სამუშაო ადგილია“ - ამბობდა ბოფილი.



image



image



თითოეული ოთახი გაფორმებულია თავისი განსაკუთრებული დანიშნულებით და არც ერთი მეორეს მსგავსი არ არის.



image



„ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ვცხოვრობ დახურულ სამყაროში, რომელიც გარე და ყოველდღიური ცხოვრებისგან მიცავს“ - ამბობდა ბოფილი.



image



„აქ ცხოვრება უწყვეტად მიმდინარეობს და სამსახურსა და ყოველდღიურობას შორის განსხვავება ძალიან ცოტაა“



image



მთელ სახლში და ეზოში შექმნილია სხვადასხვა კუთხე დასასვენებლად.



image



აქ სამუშაო სივრცე მთავარი კომპონენტია, რადგან ბოფილის გუნდი სახლის ნაწილს სტუდიად იყენებს.



image



image



image



image



image



გარედან შენობა სიმწვანეში ლამაზად ჩაფლულია. გარემოცულია ევკალიპტის, პალმის და ზეთისხილის ხეებით, რაც შენობას რომანტიკას მატებს და განუმეორებელს ხდის.



image



ასევე დაგაინტერესებთ:

14 ეკოლოგიურად სუფთა სახლი, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს

რეალური ადგილები, რომლებიც ჰგავს ადგილებს ჯორჯ მარტინის საგიდან

მიტოვებული ციხესიმაგრეების სილამაზე Jahz Design–ის ობიექტივში

რიჩარდ სილვერი: მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები უჩვეულო ფოკუსში

საგრაფო დევონშირი - ყველაზე ზღაპრული, მაგრამ რეალური ადგილი დედამიწაზე

0
228
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
228