x
image
Yoona
Mediator image
ყოველი მეორე ვერ ხსნის ამ 5 თავსატეხს, რომელიც ტვინს სერიოზულად ავარჯიშებს
თქვენი ტვინი კუნთი არაა, არამედ ცხიმი (უმეტესწილად), მაგრამ სათანადო გონებრივი ვარჯიში დაგეხმარებათ ტვინი ფორმაში შეინარჩუნოთ.



image



ეს თავსატეხები შექმნილია პრობლემების მოგვარების, ამოცანების ამოხსნის, მსჯელობის და კონცენტრაციის უნარების სავარჯიშოდ. ისინი სირთულის მიხედვით განსხვავდებიან, ასე რომ, დრო დაუთმეთ!



1. დაყავი და იბატონე

image


თითოეული თანმიმდევრობა მიჰყვება ერთსა და იმავე წესს და თითოეული გრძელდება მანამ, სანამ არ მიაღწევს ათზე ნაკლებ რიცხვს, რის შემდეგაც, ბუნებრივია, ჩერდება. როგორ უნდა გაგრძელდეს 87–ით დაწყებული თანმიმდევრობა?



2. ჩამოკიდე

image

თითოეული ნახატი უნდა ჩამოკიდოთ კედელზე ერთ–ერთ მითითებულ კაუჭზე. ბუნებრივია, კაუჭი ხვდება ნახატის ზედა შუა ნაწილში, რომ თანაბრად ჩამოიკიდოს. ნახატები ერთმანეთს შეიძლება შეეხოს, მაგრამ ერთმანეთი არ უნდა გადაფაროს. როგორ დავკიდოთ ხუთივე სურათი კაუჭების გადაადგილების გარეშე?



3. ნამდვილი ფერი

image

დანიელს, ემილიას, მარკს და კრისტინას სხვადასხვა ფერის მაისურები აცვიათ. მათი მაისურების ფერებია წითელი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი.



მხოლოდ ლურჯმაისურიანი ამბობს სიმართლეს, დანარჩენი სამი იტყუება. აი, მათი განცხადებები.



დანიელი: „მარკს წითელი მაისური აცვია“

ემილია: „დანიელს ყვითელი მაისური არ აცვია“

მარკი: „ემილიას ლურჯი მაისური აცვია“

კრისტინა: „ხვალ ჩავიცვამ ლურჯ მაისურს“



გამოიცანით თითოეულის პერანგის ფერი და შეიძლება ველოდოთ ხვალ კრისტინას ლურჯ მაისურში?



4. უცხოპლანეტელის მათემატიკა

image

მათემატიკის პროფესორი სხვა პლანეტიდან ამბობს, რომ მის პლანეტაზე 10–ის ნახევარი არის 6. თუ ამ პროპორციას დავიცავთ, რას იტყვის პროფესორი, რომ ვკითხოთ, რამდენი იქნება მის პლანეტაზე 30–დან 1/6?



5. ჰოთდოგი

image

კრისტინამ გადაწყვიტა პიკნიკის მოწყობა და ჰოთდოგის გაკეთება. მისი ბიუჯეტი 100 მონეტაა. ერთი შეკვრა ძეხვი (10 ცალი) 4 მონეტა ღირს, ხოლო 1 შეკვრა თუნთუშა (8 ცალი) 3 მონეტა. რამდენი შეკვრა უნდა შეიძინოს, რომ მაქსიმალური რაოდენობის ჰოთდოგი მიიღოს? (თუ აქვს ზედმეტი ფუნთუშა ან ძეხვი, ჰოთდოგის გაკეთებას ვერ შეძლებს.



სწორი პასუხები:

1.

87, 56, 30, 0. შემდეგი რიცხვი არის წინა რიცხვის ციფრების გამრავლების შედეგი.



2.

image



3.

დანიელს აცვია ყვითელი მაისური, ემილიას წითელი, მარკს მწვანე, ხოლო კრისტინას ლურჯი მაისური. ხვალ კრისტინა ისევ ჩაიცვამს ლურჯ მაისურს.



4.

ექვსი.



5.

13 შეკვრა სოსისი და 16 შეკვრა ფუნთუშა. ზუსტად 100 მონეტას დახარჯავს. 128 ჰოთდოგის მომზადებას შეძლებს.



ასევე დაგაინტერესებთ:

ტვინის სავარჯიშო – შეხედეთ წრეებს და დაასახელეთ გამოტოვებული რიცხვები

3 ლოგიკური თავსატეხი, რომელიც შეამოწმებს თქვენი ინტელექტის დონეს

ამ მაგალითის ამოხსნაზე პირზე ქაფმოდებულნი კამათობენ - სწორი პასუხი მხოლოდ ერთია

9 - 3: 1/3 + 1: იაპონური თავსატეხი, რომლის ამოხსნა ბევრს უჭირს

თავსატეხი, რომელსაც ყველა ვერ ამოხსნის: გადაარჩინეთ საკანში ჩაკეტილები


0
423
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
423