x
image
Yoona
Mediator image
ბეილისი, ქსუ-ქსუ და ბეხეროვკა: მოვამზადოთ ძვირადღირებული სასმელები სახლის პირობებში
ლიქიორები ბეილისი, ქსუ-ქსუ, ასევე ბეხეროვკა დიდი ხანია ყველას უყვარს, მაგრამ ბოლო დროს მათი ფასი „იკბინება“. თუ ეცდებით, მსგავსი ალკოჰოლი სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ. სტუმრები დააფასებენ.



ბეილისი

image



ლიქიორის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:



3 ლიტრი კოლა


2 ქილა შესქელებული რძე (სასურველია, კაკაოთი)

0, 7 ლიტრი 96 %-იანი სპირტი

5 პაკეტი ვანილი

მინის ან პლასტმასის ჭურჭელი



ბეილისის მასა ერთგვაროვანი უნდა იყოს, ამიტომ ინგრედიენტები დაამატეთ შემდეგი თანმიმდევრობით: შესქელებული რძე, კოლა, სპირტი და ვანილი. მასას კარგად აურიეთ ერთგვაროვანი ფერის მიღებამდე.



image



ლიქიორი მინიმუმ 8 საათი გააჩერეთ, შემდეგ ისევ შეანჯღრიეთ. ახლა 24 საათი გააჩერეთ და ბოთლებში ჩაასხით. ასეთი ბეილისი ოთახის ტემპერატურაზე 6 თვე შეგიძლიათ შეინახოთ.



ქსუ-ქსუ

image



მარწყვის ლიქიორის მოსამზადებლად, რა თქმა უნდა, დაგჭირდებათ ლიქიორი. 3 კგ მარწყვი, 1 საშუალო ზომის ლაიმი, 0, 5 ლიტრი გრეიფრუტის წვენი, 2 ბოთლი (0, 5 ლიტრიანი) ჩვეულებრივი არაყი.



image



მარწყვი პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ. არაყი და გრეიფრუტის წვენი აურიეთ, დაუმატეთ მარწყვის პიურე და ლაიმის წვენი. თავსახურიან კონტეინერში მოათავსეთ და აურიეთ. 1 დღე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ლიქიორი ქსუ-ქსუ მზადაა. მაცივარში შეინახეთ და მაქსიმუმ 2 კვირით.



ბეხეროვკა

image



2 ლიტრი 96%-იანი სპირტი

15 გრამი დარიჩინი მილებში

50 ცალი მიხაკი

4 გრამი ილი

4 გრამი ანისული

20 მარცვალი შავი წიწაკა

0, 5 კგ შაქარი

3 ლიმონის ცედრა



ალკოჰოლი და წყალი ერთმანეთში აურიეთ. სანელებლები დაუმატეთ და გააჩერეთ. სანამ სასმელი გემოებს და არომატებს შეიწოვს, შაქრის სიროფი მოამზადეთ. ნახევარ კილო შაქარს დაასხით 0, 5 ლიტრი წყალი, კარგად აურიეთ და ცეცხლზე დადგით. როცა სიროფი ადუღდება, სპირტიანი ხსნარი ჩაასხით და დაუმატეთ წყალი ისე, რომ სითხის მოცულობა 5 ლიტრი იყოს.



image



ნარევს აურიეთ და 3 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურის ოთახში. 3 დღის შემდეგ გემო გაუსინჯეთ, თუ არომატი და გემო საკმარისად ნაჯერი არ არის, კიდევ 2-3 დღე გააჩერეთ. სასურველი გემოს მიღების შემდეგ მარლაში გაფილტრეთ და ბოთლებში ჩაასხით. ამ სასმლის შენახვის ვადა შეუზღუდავია, მაგრამ ბოთლს აუცილებლად საცობი დაახურეთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

კლასიკა და იმპროვიზაცია, როგორ მოვამზადოთ იდეალური სანგრია სახლში

ვისკის კოქტეილების 5 შესანიშნავი რეცეპტი

იდეალური ალუბლის ლიქიორი მხოლოდ ოთხი მოქმედებით

როგორ მოვამზადოთ გლინტვეინი თეთრი ღვინით და ხილით

ბრინჯი და ფინიკი - მოამზადეთ საინტერესო სასმელი

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
35