x
image
Yoona
Mediator image
იცით, რა ცვლილებებს გამოიწვევს ორგანიზმში ალკოჰოლზე 28 დღით უარის თქმა?
დღესასწაულების და შვებულების დროს ხშირად გვავიწყდება, რომ ალკოჰოლი ძალიან საშიშია ორგანიზმისთვის და მისი რეგულარული მოხმარება ბევრ უსიამოვნო შედეგს იწვევს. აი, ალკოჰოლზე უარის თქმა თქვენს ჯანმრთელობას აუმჯობესებს.



როგორ? ამ კითხვაზე დეტალურ პასუხს ქვემოთ ნახავთ.



image



გიყვართ ერთი ბოთლი ლუდის დალევა მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, რომ დაისვენოთ და განიტვირთოთ? იქნებ ერთი ჭიქა ღვინო ვახშამზე უკეთესი მონელებისთვის და კარგი მადისთვის? იმედი უნდა გაგიცრუოთ, მსგავსი ჩვევები არ არის კარგი თქვენი გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.




უმჯობესია, რაც შეიძლება მალე მათზე უარი თქვათ. მეტი მოტივაციისთვის მოგაწვდით 28 დღის განმავლობაში ალკოჰოლის გარეშე ყოფნის ცვლილებების ქრონოლოგიას.



პირველი კვირა

image



გაგიკვირდებათ, მაგრამ უკვე პირველ კვირას მადა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. თუ ადრე საჭმლის ნაცვლად 1 ჭიქა ლუდს სვამდით, ახლა უპირატესობას მიანიჭებთ რაიმე ნოყიერს, როგორც წესი, ტკბილს.



მალე შეამჩნევთ, როგორ გაუმჯობესდება თქვენი ძილის ხარისხი. მართალია, პირველ დღეებში გაგიჭირდებათ. მათ, ვინც მიჩვეულია დაძინებას „შხაპის მიღებით“, შეაწუხებს თავის ტკივილი, უძილობა და შფოთვა. ასე ორგანიზმი ცვლილებებზე რეაგირებს.



მეორე კვირა

image



მეორე კვირიდან დაიწყება ღვიძლის ნელი წმენდა, რადგან, მოგეხსენებათ, რომ ალკოჰოლის მიღებისას ღვიძლის უჯრედები თანდათან ნადგურდება, ზედაპირზე წარმოიქმნება ერთგვარი ნაწიბურები. საბედნიეროდ, ამ ორგანოს აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ პროცესს დიდი დრო სჭირდება.



უფრო ზუსტად, აღდგენის პერიოდის ხანგრძლივობა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს და ხშირად სვამდა ადამიანი მანამდე. თუ ალკოჰოლით დიდად გატაცებული არ იყო, გაწმენდა სწრაფად მოხდება.



ქალებმა ამ სასიამოვნო მომენტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან ღვიძლთან ერთად მათი კანიც იწმინდება. გარდა ამისა, უკვე მეორე კვირაში გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, საჭმლის მონელება და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობა.



მესამე კვირა

image



მესამე კვირას ჯანმრთელობის გაუმჯობესების გარეგნულ ნიშნებს შეამჩნევთ. თვალების ქვეშ მუქი წრეები გაქრება, სახეზე სისხლჩაქცევები და შეშუპება გაქრება, კბილები უფრო ღია გახდება.



სხვათა შორის, კბილებზე. ალკოჰოლზე 20 დღიანი თავშეკავების შემდეგ კბილის მინანქარი გაცილებით გაძლიერდება ნერწყვის გამოყოფის დარეგულირების გამო.



მეოთხე კვირა

image



მეოთხე კვირას ქალებისთვის ყველაზე სასიამოვნო რამ მოხდება, წონა შემცირდება. ამ ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 4–6 კგ–ს დაკლება შეიძლება.



ასევე დარეგულირდება არტერიული წნევა, რაც გულ–სისხლძარღვთა დაავადებების და ჰიპერტონიის განვითარების რისკს შეაფერხებს.



ახლა გესმით, რა დამღუპველი გავლენა აქვს ალკოჰოლს ჩვენს ორგანიზმზე და რამდენად მნიშვნელოვანია, ამ მავნე ჩვევის დროულად მოშორება.




0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
152