საზოგადოება ჩემი ცხოვრებიდან ამოვშალე ადამიანები, რომელთაც ჩემთვის დრო არ აქვთ და შვება ვიგრძენი 2019, 28 ივნისი, 12:37 იცნობთ ისეთ მცირერიცხოვან მოსიყვარულე და მზრუნველ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ყველაფრის მიუხედავად თქვენს გვერდით არიან? აი, ასეთი ადამიანი ვიყავი. ყოველთვის იმ წესების დაცვით ვცხოვრობდი, რომ მეგობრობას, როგორც ყვავილს, კარგად ზრუნვა სჭირდება, რომ კარგად აყვავილდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობა გამოიფიტება და ძალიან მალე დაიღუპება. ასე, რომ ყოველთვის დიდ ძალისხმევას ვიღებდი, რომ მეგობრობა შემენარჩუნებინა. ყოველთვის მსურდა იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, რომლებიც მიყვარდა.
სამწუხაროდ, ადეკვატურ რეაქციას ყოველთვის ვერ ვიღებდი იმათ მხრიდან, ვისზეც ვზრუნავდი. საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნებოდი „მოექეცი სხვებს ისე, როგორც გსურს, რომ შენ მოგექცნენ“. ის, ვინც შენს ცხოვრებაში უნდა იყოს, ყოველთვის გვერდით იქნება. ღირსეული ადამიანები თქვენს გზაზე აუცილებლად გამოჩნდება. ეს გაგრძელდა მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ მივხვდი, რომ საკუთარ თავს სწორ ადამიანებს არ ვუძღვნიდი. ბოლოს და ბოლოს სიმართლე დავინახე, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემს თვალწინ იყო. აღმოვაჩინე, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარ თავს ვატყუებდი. ადამიანები ყოველთვის ისე არ გექცევიან, როგორც შენ მათ. ზოგიერთი თქვენს გვერდით მანამ არის, სანამ თქვენი სიკეთით სარგებლობა შეუძლია. ისინი მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როცა მათ რაღაც სჭირდებათ. მცირე ექსპერიმენტი ჩავატარე. მეგობრებს აღარ ვურეკავდი. სტუმრად აღარ დავდიოდი. სრულად გავქრი. უბრალოდ მსურდა დამენახა, თუ რამდენ „მკვდარ მცენარეს“ ვრწყავდი მთელი ამ დროის განმავლობაში. მკაცრმა რეალობამ გამაოგნა. სიმართლემ გული გამიტეხა, სამაგიეროდ ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებზე ცოტა რამ გავიგე. ამის შემდეგ, საქმის საკუთარ ხელში აღება გადავწყვიტე და ცხოვრებიდან ამოვშალე ადამიანები, რომელთაც ჩემთვის დრო არ ჰქონდათ. უმეტესობა მათგანს ნამდვილ მეგობრად ვთვლიდი. ამის შემდეგ ნამდვილი შვება ვიგრძენი. მეგობრობა ორმხრივი მოძრაობის გზაა. თქვენ რაღაცის მიღების იმედი არ უნდა გქონდეთ, თუ თავად არაფერს გასცემთ. ეს ცხოვრების კანონია. თუ ადამიანის მიმართ გულგრილი არ ხართ, მის გვერდით მაინც იქნებით იმის მიუხედავად რამდენად დაკავებული ხართ. არ არსებობს საბაბი, როცა ვინმე ნამდვილად გიყვართ. თქვენ მასზე ზრუნავთ იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტეთ. და არ არსებობს დედამიწაზე ადგილი, სადაც მის გარეშე ყოფნას ისურვებდით. ასე რომ, გადავწყვიტე უარი ვთქვა ადამიანებზე, რომლებიც ჩემს ზრუნვას სათანადოდ არ აფასებდნენ. მე იმის ღირსი ვარ, რომ ირგვლივ მყავდეს მეგობრები, რომლებიც ნამდვილად დამაფასებენ და ვეყვარები. ურთიერთობის გადარჩენით დავიღალე. დავიღალე იმის გვერდით ყოფნით, ვისაც ჩემთვის დრო არასდროს აქვს. დავიღალე ყოველთვის თავის მოჩვენებით, რომ ყველაფერი წესრიგშია, როცა აშკარად ასე არაა. გადავწყვიტე, რომ სხვებს ჩემი სიკეთის ბოროტად გამოყენების უფლებას აღარ მივცემ. ბევრი დრო არ მაქვს, რომ დავხარჯო ადამიანებზე, რომელთაც სათანადო სიყვარულის გაცემა არ სურთ. ჩემი ცხოვრებიდან ამოვშალე ადამიანები, რომლებიც ტკივილს მაყენებდნენ, არაფრად მაგდებდნენ, რთულ სიტუაციებში ჩემს გვერდით არ იყვნენ. მირჩევნია მყავდეს ერთი, ნამდვილი, ერთგული, მზრუნველი მეგობარი, რომელსაც ნამდვილად ვუყვარვარ, ვიდრე ცხოვრება ისეთ ადამიანებს დავახარჯო, რომლებიც ყველა ზღვარს გადადიან. ხარისხი რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანია - ყოველთვის და ყველგან. ასევე დაგაინტერესებთ: გეშინოდეთ სუსტების! ამისთვის სერიოზული მიზეზი არსებობს ჩვევები, რომლებიც ჭკვიან ადამიანს სულელისგან განასხვავებს ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში არის არა ის, რაც გვაქვს, არამედ ის, ვინც გვყავს სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ ყველაფერი მარტივია: თუ რამე არ მოგწონთ - შეცვალეთ, ტყუილად სხვებს ტვინს ნუ უბურღავთ 20 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლებიც ჯობს, რაც შეიძლება ადრე გაიგოთ
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
542 1-ს მოსწონს |