საზოგადოება 9 ღირებული გაკვეთილი კონფუცისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის 2020, 30 იანვარი, 10:39 კონფუცი ჩინელი ფილოსოფოსი, მწერალი და მოაზროვნეა, რომლის თეზისებიც დღემდე აქტუალურია. ის საზოგადოდ ცნობილს წესს იცავდა: „არ გაუკეთო სხვას ის, რაც შენთვის არ გსურს“. კონფუცი წარმოუდგენელ სიბრძნეს ფლობდა იმის შესახებ, თუ ბედნიერად და სრულყოფილად როგორ ვიცხოვროთ.
აი, რამდენიმე ყველაზე ცნობილი გაკვეთილი კონფუცის ცხოვრებიდან.
1. ყველაფერს თავისი ფასი აქვს
„ადვილია გძულდეს და რთულია გიყვარდეს. ასეა მოწყობილი ცხოვრება. კარგის მიღება რთულია, ცუდის ბევრად მარტივი“. ნებისმიერ სიტუაციაში უარყოფით ასპექტებზე ყურადღება არ გაამახვილოთ. პოზიტიური იდეებისთვის ღია იყავით, რადგან ასე გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ. 2. მეგობრების არჩევა მნიშვნელოვანია „არასდროს იმეგობროთ იმ ადამიანებთან, ვინც თქვენზე უკეთესი არაა“ ჩვენ ოჯახის არჩევა არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია მეგობრები ავირჩიოთ. სწორედ ამიტომ, გვერდით ფარისეველი ადამიანები არ იყოლიოთ, რომლებიც თქვენს გვერდით მხოლოდ გამორჩევის მიზნით არიან. 3. გააგრძელეთ და არ დანებდეთ „მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ნელა მიიწევთ წინ, სანამ არ ჩერდებით“. თუ დაღლილი ხართ, მოდუნება ისწავლეთ, მაგრამ შუა გზაზე არ გაჩერდეთ. თქვენი შეუპოვრობა მიზნების მისაღწევად აუცილებელია. 4. წარსული წარსულში დატოვეთ „ის, ვინც არ გახსოვთ, თქვენზე გავლენას არ მოახდენს“. წარსულში წარუმატებლობა ყველას განუცდია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოცდილებამ თქვენი სიბრძნე გაამდიდროს და არა გიხელმძღვანელოს. 5. გულწრფელი იყავით „რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყოველთვის გულახდილი იყავით“. თუ რაიმეს ინტერესის გარეშე აკეთებთ, ეს კარგ შედეგს არ მოგცემთ. 6. თქვენი ხასიათი მართეთ „როცა ბრაზდებით, შედეგებზე დაფიქრდით“. ჩვენ ხშირად ვამბობთ ან ვაკეთებთ იმას, რასაც შემდეგ ვნანობთ. ნებისმიერ კამათში ყოველთვის არსებობს შესვენება და თუ საკმარისად ჭკვიანი ხართ, შეგიძლიათ ეს თქვენი ინტერესებისთვის გამოიყენოთ. 7. მოქნილი იყავით „როცა ცხადი ხდება, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, მიზანი არ გამოასწოროთ, არამედ მოქმედება შეცვალეთ“. თუ პრობლემის გადაჭრას ვერ ახერხებთ, სხვა მეთოდი სცადეთ. ნივთები თქვენი კომფორტის გამო არ შეცვალოთ. თქვენი მიდგომა შეცვალეთ. 8. სხვებისგან ისწავლეთ „თუ ორ ადამიანთან ერთად წავალ, თითოეული მათგანი ჩემთვის მასწავლებელი იქნება. ერთის კარგ ქცევებს მივბაძავ და მეორეს ნაკლს გამოვასწორებ“. ყველა ადამიანისგან, რომელიც ცხოვრებაში შეგხვდებათ, შეგიძლიათ გაკვეთილი მიიღოთ. 9. ეცადეთ სრულყოფილებას მიაღწიოთ „თქვენი მოლოდინი ცხოვრებაზე თქვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული. მექანიკოსი, რომელსაც თავისი სამუშაოს გაუმჯობესება სურს, ჯერ საკუთარი ინსტრუმენტების მომზადება უნდა ისწავლოს“. თქვენ უნდა მოემზადოთ, რომ მიზნისკენ სვლა გააგრძელოთ. რაც შეიძლება კარგად მოემზადეთ და მოულოდნელობებისთვის მზად იყავით. ასევე დაგაინტერესებთ: ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში არის არა ის, რაც გვაქვს, არამედ ის, ვინც გვყავს 3 კრიტერიუმი, რითაც ადამიანი პირველი შეხვედრისას გაფასებთ ყველაფერი მარტივია: თუ რამე არ მოგწონთ - შეცვალეთ, ტყუილად სხვებს ტვინს ნუ უბურღავთ სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ 10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ 1093 1-ს მოსწონს |