x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
სსრ კავშირიდან გაქცეული

საცხოვრებლად დასავლეთში გადასვლამ და შემდგომში, წიგნის – «ოცი წერილი მეგობარს» გამოქვეყნებამ, სადაც სვეტლანა ალილუევა მამას და კრემლში გატარებულ წლებს იხსენებს, მსოფლიო სენსაცია გამოიწვია (როგორც ამბობენ, ამ წიგნმა მას 2, 5 მლნ. დოლარამდე მოუტანა).


image


1966 წლის 20 დეკემბერს სვეტლანა ინდოეთში ჩავიდა. მან სამშობლოში გარდაცვლილი მეუღლის ბრაჯეს სინგხის ფერფლი ჩაიტანა. 6 მარტს ალილუევამ საბჭოთა ელჩს ბენედიქტოვს სთხოვა, რომ მისთვის ცოტა ხნით ინდოეთში დარჩენის უფლება მიეცათ. მაგრამ, მისგან უარი მიიღო... და უფრო მეტიც, ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ სვეტლანა მოსკოვში 8 მარტს დაბრუნებულიყო და განუცხადა, რომ მას სსრ კავშირის დატოვების უფლებას აღარასდროს მისცემდნენ.

იმავე დღეს, ქალი აშშ–ს საელჩოში მივიდა, რომელიც დელიში მდებარეობდა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.


image


1982 წელს ალილუევა ამერიკიდან დიდ ბრიტანეთში ჩავიდა და ამერიკაში დაბადებული ქალიშვილი ოლგა კვაკერის სკოლა–პანსიონს მიაბარა. ხოლო, თავად მოგზაურობა დაიწყო და თითქმის, მთელი მსოფლიო შემოიარა.


image


სრულიად მარტო დარჩენილი სვეტლანა, 1984 წლის ნოემბერში, სხვებისთვის მოულოდნელად (როგორც ამას «წიგნში შვილიშვილებისთვის» წერს), ქალიშვილთან ერთად, მოსკოვში ჩავიდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ის ენთუზიაზმით მიიღო და საბჭოთა მოქალაქეობაც სასწრაფოდ აღუდგინა. მაგრამ, კრემლის ხელისუფლებასთან ურთიერთობა მალე გაუფუჭდა და საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა. თუმცა, არც აქ მოისურვა სამუდამოდ დარჩენა და სსრ კავშირში, თითქმის, 2 წლის მანძილზე ცხოვრების შემდეგ, ალილუევამ წერილი გაგზავნა სსრ კავშირის კომ. პარტიის ცკ–ში, თხოვნით, რომ მისთვის საზღვარგარეთ გასვლის ნებართვა მიეცათ. გენერალური მდივნის გორბაჩოვის პირადი ჩარევით, 1986 წლის ნოემბერში, მას აშშ–ში დაბრუნების უფლება მისცეს. სამშობლოს დატოვების შემდეგ, ალილუევამ სსრ კავშირის მოქალაქეობაზე უარი თქვა.


image


აშშ–ში დაბრუნებული სვეტლანა უისკონსინის შტატში დასახლდა. ხოლო, 1992 წლის სექტემბერში, მას ჟურნალისტმა დიდ ბრიტანეთში, მოხუცთა თავშესაფარში მიაგნო. იმავე წლის დეკემბერში, ის ლონდონში ნახეს. გაირკვა, რომ ქალმა თავშესაფარი დატოვა და ბინა ქალაქში იქირავა.

ის, ხანგრძლივი დროის მანძილზე, ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარს ამბობდა. მაგრამ, 2008 წ. მონაწილეობა მიიღო 45 წუთიან დოკუმენტურ ფილმში – «სვეტლანა სვეტლანას შესახებ». ინტერვიუს დროს, მან უარი თქვა რუსულ ენაზე საუბარზე და ეს იმით ახსნა, რომ ის რუსი არ იყო (მამა — ქართველი, დედა — გერმანელის და ბოშას შვილი იყო).



image


ბოლო დროს, სვეტლანა ალილუევა, მედისონი გარეუბანში (უისკონსინის შტატი) მოხუცთა თავშესაფარში, ლანა პიტერსის (პიტერსი მისი მე–5 ქმრის გვარი იყო. 5 ქორწინებაში სვეტლანას 3 შვილი შეეძინა) სახელით ცხოვრობდა. გარდაიცვალა სიმსივნით, 2011 წლის 22 ნოემბერს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* გ. გახარია: “მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი..."

* «პუტინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში სიმართლის მისხალიც არ არის...» – აცხადებს პოლონელი ჟურნალისტი

* რა დაემართა ჰიროსიმას და ნაგასაკს ატომური დაბომბვის შემდეგ

* ვალერი მელაძე მიმართვას ავრცელებს

* 3 მოვლენა, რომლის დაჯერება მეცნიერებსაც კი უჭირთ

* წარსულის 3 საიდუმლო, რომლის ამოხსნა ვერავინ შეძლო

* უცხოპლანეტელების შთამომავალი 3 უძველესი ცივილიზაცია. ძველი ცოდნის და ტექნოლოგიების დაკარგვის მიზეზი


0
427
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0