x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გ. გახარია: ,,მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი..."
“დღეს, 2022 წლის 28 თებერვალია, მსოფლიოში ახალი რეალობა და წესრიგი მყარდება. რამდენიმე წუთის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, უკრაინა სპეციალური პროცედურით, დაჩქარებული წესით მიიღონ ევროკავშირში.
imageimageრუსეთის აგრესიაზე მსოფლიოს უპრეცედენტო რეაქციის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება იკავებს პოზიციას, რომელიც პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ჩვენ შვილებს უსპობს ღირსეული მომავლის პერსპექტივას.
საქართველოს ხელისუფლების ყოველი ახალი გამოსვლა შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ღირსებას და ქვეყნის ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის 2008 წელს გაღებულ მსხვერპლს.
ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ უკვე გააკეთა არჩევანი - ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია! სწორედ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი და ჩვენი დიდი წინაპრების საუკუნოვანი მიზანი და ოცნება.
დღეს ეს არჩევანი მარტივია - ან გავხდებით ევროპული ოჯახის, თავისუფალი სამყაროს ნაწილი ან დავბრუნდებით რუსულ საბჭოთა კავშირში.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი და ოფიციალური თხოვნით მიმართოს ევროკავშირს, საქართველოს დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით. აქტიური მოქმედების დროა, უნდა შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი ვართ, რომ რუსეთის აგრესია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციით დაიწყო და რუსეთის აგრესიაზე სწორი პასუხი საქართველოს და უკრაინის ევროპულ ოჯახში დაუყოვნებლივი მიღებაა.
ეს არის ჩვენი ვალი წინაპრების და მომავალი თაობების წინაშე! ეს არის ჩვენი ვალი საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ჩვენი მოქალაქეების ღირსების დასაცავად.
ჩვენი ადგილი ჩვენი ტრადიციებით ევროპაშია!" – წერს გიორგი გახარია საკუთარ ფ/ბ გვერძე.image

image
image
image

imageარხის სხვა სიახლეები:image* «პუტინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში სიმართლის მისხალიც არ არის...» – აცხადებს პოლონელი ჟურნალისტი

* რა დაემართა ჰიროსიმას და ნაგასაკს ატომური დაბომბვის შემდეგ

* ვალერი მელაძე მიმართვას ავრცელებს

* 3 მოვლენა, რომლის დაჯერება მეცნიერებსაც კი უჭირთ

* წარსულის 3 საიდუმლო, რომლის ამოხსნა ვერავინ შეძლო

* უცხოპლანეტელების შთამომავალი 3 უძველესი ცივილიზაცია. ძველი ცოდნის და ტექნოლოგიების დაკარგვის მიზეზი

* გიზის პირამიდების მიწისქვეშა სამყარო

0
216
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0