ცომეული ყველაზე ფუმფულა მაჭკატები მსოფლიოში – პოპულარული საუზმის ახალი რეცეპტი 2021, 19 ივლისი, 9:21 ინგრედიენტები: კეფირი (2, 5%) — 250 მლ. კვერცხი — 1 ცალი შაქარი — 2 ს. კ. სოდა და მარილი — თითოეული, – 0, 5 ჩ. კ. ზეთი — 2 ს. კ. მომზადება: I. ღრმა თასში მოათავსეთ კვერცხი, მარილი და შაქარი > იქამდე თქვიფეთ, ვიდრე შაქარი სრულად არ გადნება. II. ჩაასხით თასში კეფირი, რომელიც ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს > ჩააცერით ფქვილი და თან ურიეთ > ბოლოს, დაამატეთ ზეთი და ცომი 10 წუთით დაასვენეთ. III. გააცხელეთ ტაფა და ძირზე ზეთი მოუსვით > სუფრის კოვზით, ფრთხილად, ერთმანეთის დაშორებით, დაასხით ცომი > შეწვით დაბალ ცეცხლზე, ხოლო გადაბრუნების შემდეგ, დაახურეთ სახურავი. IV. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი სახით. ყველაზე მეტად, მაჭკატებს არაჟანი და ჟოლოს მურაბა უხდება.
6. ყველიანი წასახემსებელი (2 მარტივი რეცეპტი)
133 5-ს მოსწონს
|