ცომეული ბურექი თევზის კონსერვით 2018, 19 დეკემბერი, 17:49 ბურექი ( თურქ. börek) — ღვეზელია, სავარაუდოდ, ანატოლიური. ის ჩვეულებრივ, ფენოვანი ცომით მზადდება და პოპულარული მხოლოდ თურქეთში კი არა, ოსმალეთის იმპერის ყოფილ ტერიტორიაზეც არის. ბურექის მომზადება ნებისმიერი გულსართით შეიძლება: ხორცით, ძეხვით, სოსისით... შეგიძლიათ გამოიყენოთ კარტოფილი, ხაჭო, ყველი. ყველაფერი თქვენს სურვილზე და გემოვნებაზე არის დამოკიდებული. აქ კი, ყველაზე გემრიელი ბურექის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრისთვის გამოაცხვოთ და პიკნიკზეც წაიღოთ! ინგრედიენტები: ფენოვანი ცომი – 250 გრ. სარდინი კონსერვირებული – 1 ქილა მოხარშული კვერცხი – 1 ცალი ზეთის ხილი (უკურკო) – 50 გრ. მწვანე ხახვი – 3 ცალი კვერცხის გული – გადასასმელად სეზამის მარცვლები (სურვილის შემთხვევაში) მომზადება: I. გახსენით კონსერვი და გადაიტანეთ თევზის ნაჭრები თასში (წვენის გარეშე) > დაამატეთ დაჭრილი კვერცხი და ზეთის ხილი > მასა დააბლენდერეთ. II. ხახვს მოაჭერით თავი > მხოლოდ მწვანე ნაწილი დაჭერით წვრილად > დაამატეთ დაბლენდერებულ მასას და კარგად შეურიეთ. III. ცომი გაყავით 2 ნაწილად და თითოეული გააბრტყელეთ 3 მმ-ის სისქეზე. IV. გულსართი გაყავით ორ ნაწილად > ერთი ნაწილი მოათავსეთ გაბრტყელებული ცომის ფირფიტაზე და გადაახვიეთ > ბასრი დანით დაჭერით 5-6 ნაწილად > მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფურცელზე > იგივენაირად გადაახვიეთ და დაჭერით გულსართის და ცომის მეორე ნაწილიც. V. კვერცხის გული ათქვიფეთ ცოტა წყალში, სურვილის შემთხვევაში (ბურექს კვერცხის სუნი რომ არ ჰქონდეს), დაამატეთ 0, 5 ჩ. კ. ვანილინი > გადაუსვით თუნუქის ფურცელზე მოთავსებულ ბურექის ნაჭრებს. VI. გამოაცხვეთ 200-220 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.P. S. შეგიძლიათ ბურექს ნებისმიერი ფორმა მისცეთ, თუნდაც ისეთი, როგორიც I სურათზეა მოცემული. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:ჰაეროვანი ღვეზელი, სხვადასხვა გულსართით უგემრიელესი ყველიანი კვერები ფენოვანი ცომით, რომლებიც პირში დნება ღვეზელი თხელი ცომით 189 6-ს მოსწონს
|