x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უგემრიელესი ყველიანი კვერები, რომლებიც პირში დნება
image

image

ინგრედიენტები:


ფენოვანი ცომი – 300 გრ.


სულგუნი – 200 გრ.

ფქვილი – 20 გრ. (გასაბრტყელებლად)

კარაქი – 20 გრ. (თუნუქის ფურცელზე წასასმელად)

კვერცხის გული – 1 ც. (გადასასმელად)

ვანილინი – 0, 7 გრ.

სეზამის თესლი – 3 ჩ. კ. (სურვილის შემთხვევაში, ზემოდან მოსაყრელად)


მომზადება:


1. გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი 4-5 მმ-ზე.

2. გახეხეთ სულგუნი დიდი ზომის სახეხზე > ყველის ნახევარი მოათავსეთ გაბრტყელებული ცომის ცენტრში და თანაბრად გაანაწილეთ.


image


3. ცომის კიდეები, რომელზეც ყველი არ არის, გადმოკეცეთ და ერთმანეთზე მიაწებეთ > ღიად დარჩენილი კიდეები თითებით დატკეპნეთ, ისე რომ ყველმა გამოსვლა ვერ შეძლოს.


image


4. ყველიანი ცომი ფრთხილად გააბრტყელეთ, ისე რომ ცომი არ გაიხეს და ყველი გარეთ არ გამოვიდეს.


image


5. ზემოთ ჩატარებული საფეხურები ისევ გაიმეორეთ: გაანაწილეთ დარჩენილი ყველი ცომის ცენტრში > გადმოკეცეთ გვერდები > შეაერთეთ > ღია კიდეები თითებით შეკარით > ფრთხილად გააბრტყელეთ 0, 5 სმ. სისქეზე.


image


6. დაჭერით ცომი მართკუთხედებად (მაგ., 5 X 10 სმ.) > კვერები მოათავსეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე > კვერცხის გულს დაამატეთ ცოტა წყალი და ვანილინი > ათქვიფეთ > გადაუსვით კვერცხის გული კვერებს > ზემოდან მოაყარეთ სეზამის თესლი.


image


7. გამოაცხეთ 180°С -ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.


image

0
936
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
936
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0