ცომეული საფუარიანი ცომის ძალიან ფუმფულა და ჰაეროვანი რეცეპტი, ყველა სახის ღვეზელისთვის 2016, 3 აპრილი, 9:07 ![]() ინგრედიენტები: რძე – 2 ჭ. მარგარინი – 200 გრ. ზეთი (სუნის გარეშე) – 3 ს. კ. მშრალი საფუარი – 2 ჩ. კ. გამაფხვიერებელი – 1 ჩ. კ. ან სოდა 0, 5 ჩ. კ. შაქარი – 2 ს. კ. მარილი – 1 ჩ. კ. კვერცხი – 2 ც. + 1 ც. კვერცხის გული, გადასასმელად ფქვილი – 6 –7 ჭ. (250 გრ) ვანილინი – 0, 7 გრ. გულსართი: ნებისმიერი შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო გემრიელია ღვეზელი სიტკბოს გარეშე. რჩევა:
1. გაადნეთ მარგარინი ცეცხლზე. 3. ფქვილი შუაზე გაყავით > ერთ ნაწილს გამაფხვიერებელი ან სოდა შეურიეთ (მშრალი სახით) > ეს ფქვილი შეურიეთ თხევად მასას და კარგად მოურიეთ > დაამატეთ 2 ს. კ. ზეთი და კარგად შეაზილეთ > დარჩენილი ფქვილი ნაწი-ნაწილ დაამატეთ. ცომი უნდა იყოს ერთგვაროვანი და ელასტიური. იმ შემთხვევაში, თუ ცომი წებოვანი იქნება და ხელებზე მიგეკვრებათ, 1 ს. კ. ზეთი დაამატეთ და კიდევ ერთხელ მოზილეთ. 4. გადააფარეთ ცომს სამზარეულოს აპკი ან ტილო და გააჩერეთ 30-40 წუთი. ![]() 5. თუ ცომი ამოვიდა და გულსართი ჯერ მზად არ არის, ცომი უნდა ჩაზილოთ და ისევ აპკი გადააფაროთ. ![]() 7. როდესაც ღვეზელი გაფუვდება, ცოტა რძეში ან წყალში გახსნილი ვანილინიანი კვერცხის გული გადაუსვით ზემოდან. ღვეზელი უფრო ლამაზი რომ იყოს, მეორედაც გადაუსვით კვერცხის გულიანი ნაზავი. ![]() 625 10-ს მოსწონს
|