ინგრედიენტები:
ცომისთვის:
ფქვილი – 250-300 გრ.
მშრალი საფუარი – 7 გრ. (2 ჩ. კ.)
კვერცხი – 1 ცალი
მარილი 0, 5 ჩ. კ.
შაქარი – 1 ს. კ.
რძე – 150 მლ (აუცილებლად თბილი უნდა იყოს)
ზეთი – 50 მლ
გულსართისთვის:
ხაჭო – 300 გრ.
შაქარი – გემოვნებით
კვერცხი – 1 ცალი
გადასასმელად:
კვერცხის გული – 1 ცალი
რძე ან წყალი – 1–2 ჩ. კ.
ვანილინი – 0, 5 ჩ. კ.
მომზადება:
I. თასში მოათავსეთ კვერცხი და ხელის სათქვეფით, კარგად ათქვიფეთ > დაამატეთ რძე, მარილი, შაქარი და საფუარი > ყველა ინგრედიენტი კარგად შეურიეთ ერთმანეთს და თანდათანობით დაამატეთ ფქვილის ნახევარი > დაამატეთ ზეთი და ამის შემდეგ, შეაზილეთ ფქვილის მეორე ნახევარი > მოზილეთ ცომი > მოათავსეთ თასში > გადააკარით სამზარეულოს აპკი და დადგით ამოსასვლელად, 35-40 წთ. (ცომის ზომა უნდა გაორმაგდეს).
II. გულსართის მოსამზადებლად, ხაჭო მოათავსეთ თასში და დაჭყლიტეთ ჩანგლით > დაუმატეთ შაქარი და კვერცხი > იქამდე თქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
III. ცომი ამოსვლის შემდეგ, გაყავით 3 ნაწილად და გააკეთეთ გუნდები > თითოეული გუნდა გააბრტყელეთ 24-25 სმ–ს დიამეტრის ფენად და ააწყეთ ღვეზელი:


III. საცხობ ქაღალდზე მოათავსეთ ცომის ერთი ფენა > თანაბრად გაანაწილეთ მასზე გულსართის ნახევარი > ზემოდან დააფარეთ მეორე ფენა და გვერდები კარგად დაუწებეთ > ზემოდან გაანაწილეთ გულსართის მეორე ნაწილი და ზემოდან მესამე ფენა დააფარეთ > კიდეები ისევ დაუწებეთ.
IV. გააფორმეთ, თქვენი სურვილით. შეგიძლიათ, კიდეებზე ისე მოაჩქმიტოთ, როგორც ფოტოზეა > ცენტრი ამოაჭერით, შიდა მხარეს დაჭერით და გადაგრიხეთ და ცენტრი ისევ ადგილზე დააბრუნეთ.
შეგიძლიათ, არც გააფორმოთ და ისე დატოვოთ.
V. შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გული, ვანილინი და რძე > გადაუსვით ზემოდან გამზადებულ ღვეზელს > გამოაცხვეთ 180 °C–ზე, 35-40 წთ–ის მანძილზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.






