ნამცხვრები ხაჭოს ნამცხვარი, რომელიც პირში დნება 2015, 11 ნოემბერი, 12:56 ინგრედიენტები: ხაჭო – 500 გრ. ფქვილი – 2 ჭიქა მაიონეზი (ან არაჟანი) – 2 ს. კ. შაქარი – 1, 5 ჭიქა კვერცხი – 3 ჭიქა კარაქი (გაყინული) – 100 გრ. ვანილინი – 1 გრ. სოდა – 0, 5 ჩ. კ. ზეთი – 1-2 ს. კ. მომზადება: 1. თასში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი და სოდა > ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს > მსხვილ სახეხზე გახეხეთ კარაქი და მასას დაამატეთ. 2. ყველაფერი კარგად აზილეთ და ხელის გულებს შორის გაატარეთ, რომ ფხვიერი მასა მიიღოთ, მსხვილი შენაერთების გარეშე. 3. მიღებულ მასას დაამატეთ მაიონეზი. 4. მაიონეზი ხელით შეაზილეთ და მსხვილი შენაერთები დაშალეთ > მიღებული ფხვიერი მასა გაყავით ორ ნაწილად. 5. გულსართის მოსამზადებლად: 1 ჭიქა შაქარი, ვანილინი და ხაჭო შეურიეთ ერთმანეთს > დაამატეთ კვერცხი და ისევ კარგად შეურიეთ. 6. საცხობ ფირფიტას ზეთი წაუსვით და ფხვიერი მასის ერთი ნაწილი, თანაბრად გაანაწილეთ. 7. ნამცხვრის I ფენაზე, თანაბრად გაანაწილეთ გულსართი. 8. გულსართის თავზე, გაანაწილეთ ფხვიერი მასის II ნაწილი. 9. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში. 10. შეაგრილეთ და დაჭერით. 7245 8-ს მოსწონს
|