ცომეული ფუმფულა მაჭკატები კვერცხის და ფქვილის გარეშე 2019, 28 თებერვალი, 15:04 ინგრედიენტები: ხაჭო – 400 გრ. მანის ბურღული – 4-5 ს. კ. შაქრის ფხვნილი – 2 ს. კ. მარილი – 1 მწიკვი ზეთი – შესაწვავად ქიშმიში, ჩირი, ცუკატები – სურვილის შემთხვევაში მომზადება: I. შეურიეთ ხაჭო, შაქარი, მარილი და მანის ბურღული ერთმანეთს. თუ ხაჭო თხევადი იქნება, რეცეპტში მითითებულზე მეტი მანის ბურღული დაამატეთ. ხოლო, თუ მშრალი — ცოტა რძე, წყალი ან კეფირი დაამატეთ, რომ ცომს ბურღული კარგად შეერიოს. II. მოზილეთ ცომი. ის წებოვანი და ფხვიერი უნდა გამოვიდეს. III. გააკეთეთ ცომიდან ბურთულები და ფქვილში ამოავლეთ. ბურთულების ზომა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამხელა მაჭკატები გინდათ რომ გამოვიდეს. IV. გააბრტყელეთ ბურთულები. V. გაცხელეთ ტაფა, ჩაასხით ზეთი და შეწვით საშუალო ცეცხლზე. ასეთი მაჭკატები ძალიან გემრიელია არაჟანთან ან მურაბასთან ერთად. ეს იდეალური საუზმეა მთელი ოჯახისთვის. იმ შემთხვევაში, თუ საუზმის შემდეგ დაგრჩებათ, შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ და საღამოს გააცხელოთ. თუმცა, ზოგს ცივი სახით უფრო მოსწონს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:ნატურალური მოჭიქული ხაჭო («სიროკი»), სახლის პირობებში (მომზადების დრო 20 წთ.) შოკოლადის «ბურთულები» და იტალიური დესერტი (გამოცხობა არ უნდა) 372 4-ს მოსწონს
|