ტკბილეული შოკოლადის «ბურთულები» და იტალიური დესერტი (გამოცხობა არ უნდა) 2018, 12 ივლისი, 16:21 «შოკოლადის ბურთულები»ინგრედიენტები: ორცხობილა - 300 გრ. (სასურველია, შოკოლადის) შესქელებული რძე - 2/3 ჭიქა კარაქი - 100 გრ. კაკაოს ფხვნილი - 3 ს.კ. მომზადება:
შოკოლადის იტალიური დესერტიინგრედიენტები: 33-35%-იანი ნაღები - 400 მლ. მწარე შოკოლადი - 400 გრ. შაქრის პუდრა - 4 ს. კ. ლიქიორი “Baileys" - 4 ს. კ. ნიგოზი - 50 გრ. ორცხობილა ან ბისკვიტი - 50 გრ. კარაქი - ფორმაზე წასასმელად მომზადება: 1. კაკალი და ორცხობილა (ბისკვიტი) მოათავსეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ. 2. ნაღებს დაუმატეთ შაქრის პუდრა და ნაწილებად დაყოფილი შოკოლადი > დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ > დაუმატეთ ლიქიორი და გააგრილეთ. 3. კვადრატულ ან მართკუთხა ფორმაში ჩააფინეთ სამზარეულოს აპკი > წაუსვით კარაქი > გამზადებული ნაფხვენის ნახევარი ჩაყარეთ და თანაბრად გაანაწილეთ > ჩაასხით შოკოლადის მასა > ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ნაფხვენი. 4. შედგით მაცივარში, მინიმუმ 4 საათით. 5. გამზადებული დესერტი ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან და დაჭერით ულუფებად.
ნამდვილი ინდური ტკბილეული, მხოლოდ 4 ინგრედიენტით
736 4-ს მოსწონს
|