ტკბილეული ნამდვილი ინდური ტკბილეული, მხოლოდ 4 ინგრედიენტით 2016, 31 მაისი, 17:31 აღმოსავლეთის ტკბილეული ყოველთვის გემრიელი და მადის აღმძვრელია. და სულაც არ არის აუცილებელი ინდოეთში წასვლა, რომ ის დავაგემოვნოთ. მისი მომზადება საკუთარ სამზარეულოშიც მარტივად შეიძლება. ამ რეცეპტით ტკბილეულის მომზადება ძალიან მარტივია, ხოლო მისი გემო, გულგრილს არავის დატოვებს! ინგრედიენტები: კარაქი — 200 გრ შირბახტის თესლი (ანუ სეზამი) — 100 გრ. მშრალი რძე — 100 გრ. შაქრის პუდრი — 75 გრ. მომზადება: 1. კარაქი გაადნეთ ღრმა ტაფაში > ჩაყარეთ კარაქში სეზამი და მოურიეთ > დაელოდეთ ვიდრე ფერს შეიცვლის. კარაქი არ უნდა მიიწვას, მაგრამ სეზამი უნდა შეწითლდეს. 2. გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან > დაელოდეთ, ვიდრე გაცივდება ოთახის ტემპერატურამდე. 3. დაამატეთ მშრალი რძე და შაქრის პუდრი > კარგად შეურიეთ ინგრედიენტები. 4. მიღებული მასა გაანაწილეთ პატარ-პატარა ფორმებში. შეგიძლიათ ამისთვის სილიკონის საცხობი ფორმები ან კვერცხის კონტეინერი გამოიყენოთ. 5. გამზადებული ფორმა დესერტით, საყინულეში შედგით 30-60 წუთით. 1292 11-ს მოსწონს
|