x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შოკოლადის ჩხირები
შოკოლადის ჩხირები



ინგრედიენტები:


გულსართისთვის:


შაქარი – 2 ჭიქა
რძის ფხვნილი – 1 ჭიქა
კარაქი – 60 გრ.
ვანილინი – 1 ჩ. კ.



შოკოლადის მინანქრისთვის:

ნაღები (33-35%) - 110 მლ.
შაქრის პუდრი - 2 ს. კ.
შავი შოკოლადი (70% კაკაო) - 100 გრ.
კარაქი - 35 გრ.

მომზადება:


1. გულსართის მოსამზადებლად, ნელ ცეცხლზე გაადნეთ შაქარი > დაუმატეთ რძის ფხვნილი, კარაქი, ვანილინი > კარგად შეურიეთ ყველა ინგრედიენტი.

2. მიღებული ცომისგან გააკეთეთ ძეხვის ფორმის ჩხირები და დაალაგეთ ცხიმწასმულ საცხობ ფურცელზე.
3. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში 10-15 წუთის მანძილზე (ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩხირები არ დაიწვას).

4. ღუმელიდან გამოღების შემდეგ, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურზე.

5. შოკოლადის ფილა დაამტვრიეთ და მოათავსეთ პატარა თასში > პატარა ქვაბში ჩაასხით ნაღები, დაამატეთ შაქრის პუდრი, მოურიეთ და ცეცხლზე დადგით > მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე, მაგრამ არ აადუღოთ > ცეცხლიდან გადმოდგით და დაასხით შოკოლადს > გააჩერეთ ამ მდგომარეობაში 2-3 წუღი და შემდეგ ათქვიფეთ ხელის სათქვეფით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

6. მინანქარი ცოტა რომ შეგრილდება და შესქელდება, გადაასხით ჩხირებს.

0
291
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0