x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველიანი წასახემსებელი (2 მარტივი რეცეპტი)

ყველიანი ლოკოკინები


image


ინგრედიენტები:


ფენოვანი ცომი — 350 გრ.
სულგუნი — 150 გრ.
კვერცხი — 1 ცალი
სეზამი — სურვილის შემთხვევაში


მომზადება:


I. მსუბუქად გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი და სიგანის ხაზზე დაჭერით 7–8 სმ-ს ზოლებად (საშუალოდ, 6 ზოლი გამოდის).



image


II. გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე.

III. გაყავით ყველი 6 ნაწილად და მოათავსეთ სიგრძეზე, ზოლების ცენტრში.

IV. ცომს კიდეები კარგად შეუწებეთ და ნაკერით ქვევითკენ გადააბრუნეთ.


image


V. იმ გვერდზე, რომელზეც უნდა დაახვიოთ, ფუნჯით წყვალი წაუსვით.


image


VI. დაახვიეთ ყველიანი ცომი ერთ–ერთი ბოლოს ირგვლივ – მიეცით ლოკოკინის ფორმა.


image


VII. გამზადებული «ლოკოკინები» მოათავსეთ ზეთწასმულ საცხობ ფირფიტაზე, ზემოდან გადაუსვით ცოტა წყალში ათქვეფილი კვერცხის გული (სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ სეზამის მარცვლები მოაყაროთ და კვერცხის გულს ვანილინი დაამატოთ, რომ უფრო სასიამოვნო სუნი ჰქონდეს).

VIII. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.


ყველიანი კონვერტები


image


ინგრედიენტები:


ფენოვანი ცომი — 4 ფენა
მყარი ყველი (ბრინზა, იმერული, სულგუნი) — 300 გრ.
კვერცხი — 1 ცალი
ხმელი მწვანილი — სურვილის შემთხვევაში


მომზადება:


I. დაჭერით ყველი კუბიკებად.

image


II. ცომი დაჭერით კვადრატებად.


image


III. თითო კვადრატზე მოათავსეთ თითო კუბიკი და მიეცით კონვერტის ფორმა.


image


IV. გამზადებული კონვერტები მოათავსეთ ზეთწასმულ საცხობ ფირფიტაზე, გადაუსვით ზემოდან ცოტა წყალში ათქვეფილი კვერცხის გული (სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ხმელი მწვანილი მოაყაროთ, გემოვნებით და კვერცხის გულს ვანილინი დაამატოთ, რომ უფრო სასიამოვნო სუნი ჰქონდეს).

V. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.


image

imageimageკულინარიული არხის სხვა სიახლეები:


imageimageimage1. შემწვარი თევზი ინდურად (გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი, + სოუსის რეცეპტი, შემწვარი თევზისთვის)
2. საზაფხულო კოტლეტი ხორცის და კვერცხის გარეშე
3. ფარშირებული წიწაკა ანტალიურად
4. იაპონური ხრიკი, რომელიც საფუარიან ღვეზელს მალე დაძველებისგან იცავს

5. ვაშლიანი წნულები – უგემრიელესი ღვეზელი და წნულის გაკეთების უმარტივესი ხერხი

6. ხაჭოს რბილი და ჰაეროვანი ორცხობილა


1
163
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
163
  
2021, 14 ივლისი, 23:26
მოგესალმებით სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე - Sexcont.Com
0 1 1