x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საზაფხულო კოტლეტი ხორცის და კვერცხის გარეშე

ეს კოტლეტი ხორცის გარეშე მზადდება, მაგრამ თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ საგემოვნო თვისებებით, სხვა კოტლეტს ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება: არის ძალიან ნაზი და მადის აღმძვრელი ხრაშუნა ქერქი აქვს.


image


ინგრედიენტები:


შვრიის ფასტელი – 200 გრ.

მდუღარე წყალი – 200 მლ.

კარტოფილი – 2 ცალი ( 250 გრ.)

ხახვი – 2 ცალი

ნიორი – 3 კბილი

მარილი – 1 ჩ. კ. (არასრული)

პილპილი – გემოვნებით

მწვანილი – გემოვნებით

საფანელი – ამოსავლებად

ზეთი – შესაწვავად


მომზადება:


I. შვრიის ფანტელს დაასხით წყალი, ამოურიეთ და გააჩერეთ 15–20 წთ > ვიდრე ფანტელი გაფუვდება, დააბლენდერეთ ხახვი და ნიორი > კარტოფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე > ყველაფერი ერთ თასში მოათავსეთ და ერთმანეთს კარგად შეურიეთ.

II. თასში გადაიტანეთ შვრიის ფანტელი > დაამატეთ მარილი და პილპილი > ინგრედიენტები კარგად შეურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.

მასა უნდა იყოს ერთგვაროვანი და წებოვანი.

III. დაყავით ფარში გუნდებად > მიეცით კოტლეტის ფორმა > ამოავლეთ საფანელში > შეწვით ზეთში (მომზადების დროს, ტაფას სახურავი დაახურეთ).

IV. ორივე გვერდიდან კარგად რომ შეწითლდება, ზედმეტი ცხიმის მოსაცილებლად, ცოტა ხნით, ქაღალდის პირსახოცზე მოათავსეთ.

imageimageimageimageimageimage






0
549
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
549
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0