x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შოკოლადის სამარხვო კექსი

ძალიან ჰაეროვანი, რბილი შოკოლადის კექსი ძალიან გემრიელი სამარხვო ნამცხვარია. მისი მომზადება რთული არ არის და ყველას ძალიან მოსწონს, მათ შორის, ბავშვებსაც.


image

ინგრედიენტები:


მინერალური წყალი — 300 მლ.

ფქვილი — 300 გრ.


მზესუმზირის ზეთი — 150 мл

შაქარი — 150 გრ.

ალუბლის ჯემი ან უკურკო მურაბა — 5 ს. კ.

ქლიავის ჯემი — 6 ს. კ.

გამაფხვიერებელი — 2 ჩ. კ.

ნიგოზი — 100 გრ.

კაკაო — 4 ს. კ.

ვანილიანი შაქარი – 1 პაკეტი

ქისმიში — 50 გრ.

ქოქოსის ფანტელი — 50 გრ.

ლიმონი — 1 ლიმონის ცედრა


მომზადება:


I. თასში ჩაასხით მინერალური წყალი, ზეთი და დაამატეთ შაქარი > შეურიეთ ერთმანეთს.

II. მეორე თასში ჩააცერით ფქვილი (ჟანგვადით რომ გამდიდრდეს) > დაამატეთ გამაფხვიერებელი და კაკაოს ფხვნილი > შეურიეთ ერთმანეთს.

III. შეურიეთ ერთმანეთს თასებში მოთავსებული ინგრედიენტები.

IV. მიღებულ მასას დაამატეთ ქიშმიში, ალუბლის და ქლიავის ჯემები > ურიეთ 2 წუთი.

V. დაფქვით ნიგოზი > მოახეხეთ ლიმონს ცედრა.

VI. ცომს დაამატეთ ნიგოზი, ქოქოსის ფანტელი, ცედრა და ვანილინ > ყველაფერი კიდევ ერთხელ შეურიეთ.

VII. საცხობ ფორმაში ჩაფინეთ საცხობი ქაღალდი > ჩაასხით ცომი და ზედაპირი მოასწორეთ.

VIII. კექსი გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

IX. ცივ კექსს, ვიდრე დაჭრით, შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა.

imageimageსხვა სამარხვო კერძები:
imageსოკოს კოტლეტი (სამარხვო და ჩვეულებრივი)

ქამა სოკოს სალათი
ლობიო 5 რეცეპტი

ბოსტნეულის რაგუ და ბადრიჯანი იტალიურად

0
864
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
864
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0