სასარგებლო პროდუქტები ლობიო შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის და არა მარტო (5 რეცეპტი) 2017, 18 იანვარი, 9:50 დიაბეტთან დაკავშირებული პრობლემა, ყოველწლიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი არასწორი კვება, უხარისხო, არანატურალური, ნახევარფაბრიკატების და საეჭვო წარმოშობის საკვების გამოყენება არის. ლობიო არა მარტო უნდა ჩაირთას დიაბეტით დაავადებული ადამიანის რაციონში, არამრდ, ამის გაკეთება აუცილებელიც არის, ორგანიზმის საერთო მდგომარეობის სტაბილიზაციის და სისხლში შაქრის დონის შემცირების მიზნით. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ლობიოს შემადგენლობაში შემავალი ამინომჟავების, ნახშირწყლების და ცილების წყალობით, ლობიო არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დიაბეტით დაავადებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ექიმები ლობიოს შემადგენლობას ინსულინის შემადგენლობასთან ათანაბრებენ და ეს მას შეუცვლელ დამხმარე (ლობიო ინსულინს ვერ ჩაანაცვლებს) საშუალებად ხდის დაავადების პროფილაქტიკის და მკურნალობის დროს. თეთრი ლობიოს სუპ-პიურე ინგრედიენტები: თეთრი ლობიო – 400 გრ. ყვავილოვანი კომბოსტო – პატარა თავი ხახვი – 1 ცალი ნიორი – 1 კბილი ზეთი – 1 ს. კ. ქინძი, მარილი, პილპილი – გემოვნებით მომზადება:
2. რომ შეგრილდება, ბლენდერში გადაასხით > დააბლენდერეთ პიურეს დონემდე და ისევ ქვაბში გადაიტანეთ. 3. დაამატეთ მარილი, პილპილი და ქნიძი > 2 – 3 წთ. კიდევ ადუღეთ. მწვანე ლობიოს სალათი ინგრედიენტები: მწვანე ლობიო – 500 გრ. სტაფილო – 300 გრ. ყურძნის ძმარი – 3 ს. კ. ზეთი – 2 ს. კ. მარილი, პილპილი და მწვანილი – გემოვნებით მომზადება:
2. აადუღეთ წყალი > დაუმატეთ მარილი და ჩაყარეთ ლობიო და სტაფილო > ხარშეთ 5 წუთი. 3. ბოსტნეული გადაიტანეთ თუშფალანგში და კარგად რომ დაიწკრიტება, მოათავსეთ თასში > დაამატეთ მარილი, პილპილი (სურვილის შემთხვევაში სხვა სანელებლები), ძმარი და მწვანილი. ლობიო პომიდვრით ინგრედიენტები: მწვანე ლობიო – 1კგ. ხახვი – 50 გრ. პომიდორი – 300 გრ. სტაფილო – 300 გრ. ოხრახუში და კამა – თითო კონა შავი პილპილი – 3 – 4 მარცვალი მარილი და წიწაკა – გემოვნებით მომზადება: 2. ხახვი და სტაფილო დაჭერით წვრილად და თუშეთ იქამდე, ვიდრე ხახვი არ დარბილდება. 5. სუფრაზე მიტანა შეიძლება როგორც ცხელი, ისე ცივი სახით. ლობიო კომბოსტოს მწნილით ინგრედიენტები: ხმელი ლობიო – 1 ჭიქა კომბოსტოს მწნილი – 1 ჭიქა წყალი – 3 ჭიქა ხახვი – 2 თავი ზეთი – 3 ს. კ. მწვანილი და მწვანე ხახვი (დაჭრილი) – 3 ს. კ. მომზადება:
2. მოხარშეთ ლობიო და როდესაც მზად იქნება, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 1 სთ-ს მანძილზე. ლობიოს და კარტოფილის სალათი ინგრედიენტები: კარტოფილი – 70 გრ. ლონიო – 200 გრ. ხახვი – 1 პატარა თავი არაჟანი – 1 ს. კ. ძმარი – 1 ს. კ. მწვანილი და მწვანე ხახვი – 3-3 ძირი სუნელები – გემოვნებით მომზადება:
2. როდესაც გაგრილდება, თასში მოათავსეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და ლობიოს მარცვლები. 3. დაამატეთ სანელებლები, დაჭრილი ხახვი და მწვანილი. ლობიოს გამოყენების უკუჩვენება დიაბეტით დაავადებულთათვის მიუხედავად იმისა, რომ ლობიო სასარგებლო პროდუქტი არის, მაინც არსებობს გარკვეული შეზღუდვები მისი მოხმარების დროს. 2031 11-ს მოსწონს
|