სასარგებლო პროდუქტები რატომ არის კაკაო განსაკუთრებით სასარგებლო 40 წლის შემდეგ (+ რეცეპტი) 2017, 13 მარტი, 12:39
ეს გემრიელი სასმელი ადამიანს ენერგიით მუხტავს და იცავს შესაძლო ვირუსების და ინფექციებისგან. კაკაოს მარცვლები შეიცავს ცილებს (12-15%), ცხიმებს, ნახშირწყლებს (6-10%), В ჯგუფის ვიტამინებს, ცელულოზას და ანტიოქსიდანტებს.
კაკაოს მიღება რეკომენდირებულია დღის პირველ ნახევარში. მასში შემავალი ბუნებრივი პიგმენტი – მელანინი, შთანთქავს მზის სხივებს, კანს იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან და მზის დამწვრობისგან. ეს კი რეცეპტი არის, რომელიც კაკაოს სასარგებლო თვისებებს კიდევ უფრო აძლიერებს. ინგრედიენტები: რძე – 2 ჭიქა (ვისაც ალერგია აქვს ან არ უყვარს, ნუშის რძის გამოყენება შეუძლია) კაკაო – 1 ჩ. კ. დარიჩინი – 1 ჩ. კ. მიხაკი დაფქული – 1/2 ჩ. კ. მარილი – 1 მწიკვი შენიშვნა: დარიჩინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს ანთების პროცესს ორგანიზმში, ხოლო მიხაკს ძლიერი ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი თვისება აქვს. მომზადება: I. მოათავსეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი ქვაბში. II. დაამატეთ რძე და დადგით საშუალო ცეცხლზე, თან ურიეთ, ვიდრე ყველაფერი ერთმანეთს კარგად არ შეერევა (რეკომენდირებულია ხელის სათქვეფის გამოყენება). III. მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ხარშეთ 1-2 წთ.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * მწვანე ჩაის დიეტა (5 დღეში მინუს 4-7 კგ, 10 დღეში – 14-16 კგ. + ორგანიზმის გაწმენდა) * ყოველთვის ჯანმრთელი რომ იყოთ და ჭარბმა წონამაც არ შეგაწუხოთ... 4059 10-ს მოსწონს
|