პროფილაქტიკა სუპერ დიეტა - გახდომა და ორგანიზმის გაჯანსაღება – 1 თვეში! 2016, 24 მაისი, 12:07 ნაწლავების გამწმენდი 1 დღიანი დიეტა ინგრედიენტები: შვრიის ფანტელები — 5 ს. კ. ანადუღარი ცივი წყალი — 5 ს. კ. რძე — 1 ს. კ. (ან ნაღები — 1. ჩ. კ.) თაფლი — 1 ჩ. კ. ნიგოზი (ან თხილი) — 10 ლებანი (5 ც. კაკალი) მომზადება და მიღება: ძილის წინ, ფაიფურის პატარა თასში მოათავსეთ შვრიის ფანტელები და დაასხით წყალი (დილითაც შეიძლება 15-20 წუთით დალბობა) > დილით დაამატეთ რძე ან ნაღები, თაფლი, ნიგოზი ან თხილი > ყველაფერი კარგად აურიეთ და საფუძვლიანად დაღეჭეთ. მომზადებული ფაფა უნდა მიიღოთ უზმოზე და 3 საათის მანძილზე, არაფერი არ უნდა ჭამოთ და არც დალიოთ. შემდეგ, შეგიძლიათ კვების ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდეთ. იმ შემთხვევაში, თუ წონაში დაკლება და ორგანიზმის გაწმენდა გინდათ, ეს დიეტა 1 თვის მანძილზე, ყოველდღიურად უნდა დაიცვათ! 1 თვიანი დიეტის შედეგად: გაგიუმჯობესდებათ კანის სტრუქტურა (უფრო ელასტიური გახდება), შეგეცვლებათ სახის ფერი, გაგიმაგრდებათ თმა და ფრჩხილები, «მოგადნებათ» მუცლის ქონი... და რაც ყველაზე მთავარია, გვერდითი ეფექტები არ გააჩნია! 5204 9-ს მოსწონს
|