პროფილაქტიკა სალათი, რომელიც ორგანიზმს წმენდს 2018, 16 მარტი, 11:39 შეიძლება თუ არა, ბოსტნეულის სალათით ორგანიზმის გასუფთავება? ერთმნიშვნელოვნად – შეიძლება! და აქ, სწორედ ასეთი სასარგებლო სალათის რეცეპტია მოცემული: ინგრედიენტები: პომიდორი ჩერი – 12 ცალი კიტრი – 1 ცალი ყველი ფეტა – 10 კუბიკი ხახვი – 1 პატარა თავი ოხრახუში – 1 კონა ავოკადო – 1 ცალი ზეითუნის ზეთი – 1 ს. კ. წითელი ღვინის ძმარი – 1 ს. კ. პილპილი – გემოვნებით მომზადება: I. ჯერ უნდა გარეცხოთ ყველა პროდუქტი > გაფრცქვნათ კიტრი, ავოკადო და ხახვი > დაჭრათ მწვანილი წვრილად, ხახვი – რგოლებად, კიტრი და ავოკადო კუბიკებად, ხოლო პომიდორი შუაზე გაჭერით, რომ სანელებლების გემო გაუჯდეს. II. აიღეთ სალათის თასი > პირველ ფენად, პომიდორი მოათავსეთ, შემდეგ: ხახვი, კიტრი და ოხრახუში > მოურიეთ კოვზით და შეანელეთ ძმრით და ზეთით > ბოლოს, დაამატეთ ავოკადო და ყველი (თანაბრად გაანაწილეთ ზედაპირზე და არ მოურიოთ). III. მოაყარეთ პილპილი. ეს სალათი, გარდა იმისა, რომ სასარგებლოა, ძალიან გემრიელიც არის!თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: როგორ მოვხარშოთ ხორცის (თევზის) სასარგებლო ბულიონი. ყველაფერი ბულიონების შესახებ 360 8-ს მოსწონს
|