x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
წარმოუდგენელი ფაქტები სტაფილოს შესახებ (+ სტაფილოს დიეტური სალათი)

სტაფილოს, ყველა, ერთ ჩვეულებრივი ბოსტნეულად მიიჩნევს. მაგრამ, სინამდვილეში, ეს ასე არ არის. თუ უფრო საფუძვლიანად გავეცნობით მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ვნახავთ რომ ის, სიურპრიზებით არის სავსე.


image

ეს ყველაზე საინტერესო ფაქტები სტაფილოს შესახებ, რომლის შესახებ, შესაძლებელია არ იცოდეთ:

I. სტაფილო თერმული დამუშავების შემდეგ უფრო სასარგებლოა, ვიდრე უმი სახით. საქმე იმაშია, რომ ხარშვის დროს, სტაფილოს შემადგენლობაში არსებული მყარი ბოჭკოვანების სტრუქტურის მსხვრევა და ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო, ბეტა-კაროტინის გამოთავისუფლება ხდება.

II. 1991 წელა, ევროკავშირის ქვეყნებში, სტაფილო ხილად აღიარეს. ეს კი, იმიტომ მოხდა, რომ პორტუგალია სტაფილოს მურაბას აწარმოებს, ხოლო ევროპული კანონმდებლობით, მურაბის მოხარშვა, მხოლოდ ხილით შეიძლება. სწორედ პორტუგალიის მოთხოვნით, გამოცხადდა სტაფილო ხილად, რომ ქვეყანას აღნიშნული კანონი არ დაერღვია.

III. ჩვეულებრივ, სტაფილოს ფოთლებს ყრიან, მაგრამ სულ ტყუილად. ის ჭარხლის ფოთლებზე არანაკლებ სასარგებლოა და მისი გამოყენება, სალათებში და სუპებში, ოხრახუშის ნაცვლად შეიძლება. სტაფილოს ფოთლები მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით და ცილებით. გარდა ამისა, ის 6-ჯერ მიტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ნარინჯისფერ ნაყოფშია.

IV. სტაფილო 80% წყლისგან შედგება. სამაგიეროს, დანარჩენი – სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საწყობია. მასში დიდი რაოდენობის კაროტინი და ნახშირწყლებია (მათ შორის ნატურალური შაქარი), ცილები, Е, С და В ჯგუფის ვიტამინები, ომეგა-6 და ომეგა-3 ცხიმიის მჟავები, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, ქრომი, რკინა, ფტორი, ქლორი და უამრავი სხვა მიკროელემენტი.

image

P. S. რომაელები მას დესერტზე მიირთმევდნენ, ისევე, როგორც ჩვენ – კანფეტს. ძველი ბერძნებისთვის სტაფილო უებარი წამალი იყო და ნებისმიერი დაავადების მკურნალობის დროს გამოიყენებოდა. ხოლო ფრანგები, სტაფილოს ფოთლებს სამშვენისებად იყენებდნენ. ჩვენს დროში კი, სტაფილოს გარეშე, ჩვენი მენიუ, უბრალოდ წარმოუდგენელია. ის, რეგულარულად (ყოველ დღე) გამოყენების შემთხვევაში, ამაგრებს ღრძილებს, არეგულირებს ნაწლავების მიკროფლორას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. დიეტოლოგების რეკომენდაციით, სტაფილო შეგვიძლია მივირთვათ უმი, მოხარშული ან გამომცხვარი სახით, ნებისმიერ ასაკში. აქვე გთავაზობთ უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო სალათის რეცეპტს, რომლის მთავარი ინგრედიენტი სტაფილო არის:


სტაფილოს სალათი ყველით და ნიგვზით


ინგრედიენტები:


სტაფილი – 2 ცალი

ყველი (ნებისმიერი დიეტური) – 50-70 გრ.


ნიგოზი – 30 გრ.

ნიატურალური იოგურტ (ან კეფირი) – 2 ს. კ.

მარილი – გემოვნებით


მომზადება:


I. გაასუფთავეთ სტაფილო და გახეხეთ სახეხზე ყველთან ერთად.

II. დაჭერით წვრილად ნიგოზი.

III. თასში შეურიეთ ერთმანეთს გახეხილი და დაჭრილი ინგრედიენტები, დაამატეთ მარილი და იოგურტი.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

9 პროდუქტი, რომელიც ცხიმს წვავს! ჭარბი წონის მოშორება მარტივად

მკურნალობა თაფლით - 9 დაავადება, რომელსაც თაფლი ამარცხებს

მხოლოდ ორი ინგრედიენტი და ჭარბ წონას სამუდამოდ დაემშვიდობებით (და არანაირი დიეტა)

0
1121
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0