პროფილაქტიკა მწვანე აფთიაქი ფანჯრის რაფაზე – მცენარეები, რომლებიც ყველა სახლში უნდა იყოს 2020, 23 თებერვალი, 15:42 ოთახის მცენარეები ყველა სახლში უნდა იყოს. მათი ერთი ნაწილი, ინტერიერის გასალამაზებლად გამოიყენება, მაგრამ არის ისეთი მცენარეებიც, რომლებიც ოთახში ჰაერს ასუფთავებენ და სახლის ჰაერის ნატურალური ფილტრები არიან. აქ წარმოგიდგენთ 6 საუკეთესო მცენარეს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სახლში, რომ ჰაერი გაწმინდონ და ჟანგბადით გაამდიდრონ. ესენია: ალოე — ეს მცენარე ძალიან კარგი საშუალებაა სახლში ჟანგბადის დონის ასაწევად. გაარდა ამისა, ის შთანთქავს ნახშირორჟანგს, ნახშირბადის მონოქსიდს და ფორმალდეჰიდს. ერთ ალოეს შეუძლია იმდენივე, რამდენიც 9 ბიოლოგიურ გამწმენდ სპრეის, ერთად აღებულს.
ზემოთ ჩამოთვლილი მცენარეებიდან, ალოეს ჰაერის გაწმენდის გარდა სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებიც გააჩნია. ჩართეთ ალოე ვერა რეგულარულ კვების რაციონში და ამით თქვენს სხეულს ავტომატურად მისცემთ რეგენერაციის უნარს, გექნებათ ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდული და მიმზიდველი იერი. მას, სულ მცირე, 17 სასარგებლო თვისება მაინც აქვს. გაგრძელება >>> გერანიგერანი, ანუ ბალბა, ალბათ, ერთ-ერთი პირველი მცენარეა, რომელიც სახლის მცენარე გახდა. ის ორანჟერიებიდან და სათბურებიდან, სადაც ადრე ზრდიდნენ, ბინებში “გადაბარგდა". და რატომღაც მიიჩნევენ, რომ ეს მცენარე ძველმოდურია, რომ ის ბებიების სახლის ფანჯრის რაფებთან ასოცირდება და თანამედროვე ბინებში, მისი ადგილი არ არის. მაგრამ, მოიცილეთ თავიდან ეს აზრები, რადგან ამ მცენარის საოცარი თვისება, მას უბრალოდ უნიკალურს ხდის. გერანი ეთერზეთებით არის გაჯერებული და მძაფრ სურნელს გამოსცემს, რომელიც ძალიან არ უყვართ ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებს და თვალით უხილავ პარაზიტებს, რომლებიც ადამიანთან ცხოვრობენ. გარდა ამისა, ოთახში სადაც გერანი არის, არასოდეს გაჩნდება ჩრჩილი. გერანი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც დაძინება უჭირს, ვინც ნერვული სისტემის გამოფიტვას უჩივის ან არასტაბილური წნევა აწუხებს – ყველა ეს დაავადება გაქრება, თუ ოთახში პელარგონია (ლათ. Pelargōnium – გერანის სამეცნიერო საცელი) გამოჩნდება. მაგრამ, გერანის უკუჩვენებაც აქვს. იმის გამო, რომ ის ჰაერში ეთერზეთებს აფრქვევს, არ შეიძლება მისი გაჩერება იმ ოთახში, რომელშიც ალერგიული ადამიანი დიდი ხნის მანძილზე იმყოფება. გარდა ამისა, ის მავნებელია კატებისთვისაც. ცხოველის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში – ის ფაღარათს იწვევს. გაგრძელება >>> «ფულის, ბარაქის ხის» კრასულა ჩვენთვის უფრო მეტად «ფულის, ბარაქის ხის» სახელით არის ცნობილი. ამბობენ, რომ ის ფინანსურ კეთილდღეობას იზიდავს და სწორედ ამ თვისების გამო, მისი ნახვა ბევრ ოჯახში და ოფისებშიც კი შეიძლება. მატერიალური კეთილდღეობის გარანტად მცენარე ჩინელებმა აქციეს (ფენ შუის ფილოსოფიის მიხედვით, სწორედ ის იზიდავს მატერიალურ კეთილდღეობას ოჯახში). მაგრამ იმისთვის, რომ «ბარაქის ხე» ამუშავდეს, რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინება არის საჭირო. ჯერ ერთი, მცენარისთვის სწორი ადგილი უნდა შეირჩეს. მისი ქოთანი ოთახის სამხრეთით ან სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში უნდა იდგას. მეორეც – ის ნაჩუქარი ან «მოპარული» (რა თქმა უნდა, მთლიანად არა, მხოლოდ ყლორტი, რომლიდანაც საკუთარ ხეს გაზრდით სახლში) უნდა იყოს. გარდა ამისა, ხის ღეროს წითელი ძაფი უნდა ჰქონდეს შებმული – ფენ შუის მიხედვით, სწორედ წითელი ფერია მატერიალურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი. ხოლო ქოთანში, გადარგვის წინ, მიწის ჩაყრამდე, რკინის ფული უნდა იყოს მოთავსებული, რომ ფინანსური შემოსავალი ოჯახის ყველა წევრს გაეზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ მცენარე ძალიან პოპულარულია, მისი ყველა თვისების შესახებ, ბევრისთვის ცნობილი არ არის. კერძოდ ის, რომ კრასულა, რამოდენიმე პათოლოგიის შემთხვევაში, ძალიან ეფექტური წამალია. სხვა მედიკამენტებისგან განსხვავებით, ეს მცენარე ყოველთვის ხელთ არის. საჭიროა მხოლოდ იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება: გაგრძელება >>> კალანხოეკალანხოეს სამშობლო პლანეტის ცხელი რეგიონებია, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულიდან იწყება და სამხრეთ აფრიკამდე ვრცელდება. გარდა ამისა, გვხვდება სამხრეთ ამერიკაშიც. ოთახის ყვავილების მოყვარულებს ძალიან მოსწონთ ეს მცენარე, რადგან მას ძალიან ლამზაი ფოთლები აქვს და ყვავილიც დიდი ხნის მანძილზე არა ჭკნება. გარეგნული ღირსებების გარდა, მცენარის პოპულარობის კიდევ ერთი მიზეზი, მისი სამკურნალო თვისებები არის. მას ამ თვისებების გამო, სიცოცხლის ხეს და სახლის ექიმსაც ეძახიან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სამკურნალოდ კონკრეტულად ერთი სახის – კალანხოე დეგრემონი (ლათ. Kalanchoe daigremontiana) გამოიყენება. კალანხოე ადვილად მოსავლელი და ნაკლებად ჭირვეული მცენარეა. მას მხოლოდ ზომიერი მორწყვა, წელიწადში ერთხელ გადარგვა და გაზაფხულზე სასუქის მიწოდება ესაჭიროება (უფრო დეტალურად, მოვლის წესები, შეგიძლიათ სტატიის ბოლო ნაწილში ნახოთ)*. სამკურნალო თვისებები : კალანხოე, არც თუ ისე ბევრი მცენარედან, ერთ-ერთი არის, რომელიც ოთახის ჰაერს ასუფთავებს და «მიკრობებს ანადგურებს». რაც შეეხება მკურნალობას, ამ მიზნისთვის კალანხოეს როგორც ფოთლები, ისე ღერო გამოიყენება. გაგრძელება >>> 500 7-ს მოსწონს
|