x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაფერი ვარდების შესახებ

5 ათას წელზე მეტია, რაც ადამიანი ვარდს ზრდის და ამრავლებს, აიძულებს, რომ მუდმივად ცვლილება განიცადოს: სხვადასხვაფრად აფერადებს, ადიდებს და აპატარავებს მის ზომას, ცვლის ფურცლების რაოდენობას და ნათებასაც კი აიძულებს.

მართალია, კულივირებული ვარდი 5 ათასი წელია რაც არსებობს, მაგრამ თვითონ მცენარე, ჩვენს პლანეტაზე, 35 მლნ. წლის წინ გაჩნდა.

სელექციონერებმა 150 სახეობის და 30 000-მდე ჯიშის ვარდი გამოიყვანეს. ყველაზე დიდი კერძო ვარდსაშენი იტალიაში არის, რომელშიც ვარდის არსებული ჯიშების თითქმის მესამედია წარმოდგენილი. მათ შორის, – Louis de Funès, რომელიც ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ლუი დე ფიუნესმა გამოიყვანა. ის მოყვარული ფლორისტი იყო და უბადლოდ შესრულებული კინოროლების გარდა, ულამაზესი ნარინჯისფერი ვარდიც დაგვიტოვა.


image


მსოფლიოში ყველაზე ხნიერი ვარდი გერმანიაში «ცხოვრობს». ის 1000 წლისაა და II მსოფლიო ომის დროს დაბომბვასაც კი გადაურჩა. ვარდის ეს ბუჩქი, ჰანოვერიდან 40 კმ. დაშორებით, ქ. ჰილდესჰაიმში, წმ. მაგდალენას საკათედრო ტაძრთან, 815 წელს დარგეს.

ყველაზე დიდი ვარდის ბუჩქი – Lady Banks, აშშ-ში ხარობს. მას საფეხბურთო მოედნისხელა ფართობი უკავია, ღეროს გარშემოწერილობა კი, დაახლოებით 4 მ-ია. მსოფლიოში ყველაზე დიდ ბუჩქზე, ყოველწლიურად, 200 000-მდე ღია ყვითელი ფერის ვარდი იშლება.

არსებობს ვარდები, რომელსაც სხვა ყვავილების, თაფლის, ხილის, ბოსტნეულის და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მწვანილის სუნიც კი აქვს. მაგ., სუმბული, გვიმრა, ხავსი, ფორთოხალი, დაფნა, მდელოს შროშანი, კალენდულა, კომში, ჟოლო, ნემსიწვერა, სელის ზეთი, პილპილი, ოხრახუში... ეს ვარდის ახალი სურნელებია.

14 წელი და 28 მილიონი დოლარი გახდა საჭირო ლურჯი ფერის ვარდის გამოსაყვანად.

ზეთებს შორის ყველაზე ძვირი, ვარდის ზეთია. 1 ლ. ვარდის ზეთის მისაღებად, 3 ტ. წითელი ან 5 ტ. თეთრი ვარდის ფურცელი არის საჭირო.
ქალთა პარფიუმერიის 98 და მამაკაცის პარფუმერიის 46 პროცენტი, ვარდის ზეთის საფუძველზე მზადდება.


image


ვარდები ეზოში და სახლის ირგვლივ


image


თუ ოცნებობთ ლამაზ ბაღზე, ერთდროულად დახვეწილზე და რომანტიკულზე, გაიხსენეთ ვარდი – პოეტების და მუსიკოსების მუზა – ყვავილების დედოფალი. მისი კეთილშობილური სილამაზე არასოდეს გავა მოდიდან.

ვარდი ხიბლს მატებს ბაღის ნებისმიერ კუთხეს და ამავდროულად, აქვს მოქნილი, დამყოლი ხასიათი, რაც ნებისმიერ ლანდშაფტში მათი გამოყენების საშუალებას იძლევა. თუ თქვენთვის პრიორიტეტული არ არის ამ მცენარის გარკვეულ ფერი და სახეობა, – ნერგების შერჩევის დროს, შეგიძლიათ ის ჯიშები აირჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ. გაგრძელება >>>


image


ხეივნის ვარდები: დარგვის და მოვლის ყველა ხრიკი (+ გასხვლის და გამრავლების საიდუმლო)


image


თუ საკუთარი ბაღის ან სახლის ფასადის ორიგინალურად გაფორმებაზე ოცნებობთ, აუცილებლად დარგეთ ხეივნის ვარდები. ვარდის ეს სახეობა ყველაზე უპრეტენზიო და ადვილად მოსავლელია. მართალია, ხეივნის ვარდების ყვავილის ზომა დიდი არ არის, მაგრამ იმის გამო, რომ ყვავილების რაოდენობა ბევრია, ის ისევე ლამაზად გამოიყურება, როგორც ვარდის ბუჩქი. გარდა ამისა, კარგად უთავსდება სხვა მცენარეებს და ერთობლივად შექმნილი კომოზიცია ისე ლამაზად გამოიყურება, რომ მნახველების აღფრთოვანებას იწვევს. გაგრძელება >>>


image


როგორ დავაფესვიანოთ ვარდი სახლის პირობებში (3 მეთოდი)


image


თუ პროფესიონალი მებაღე არა ხართ, პრობლემა არ არის. თქვენ მაინც შეძლებთ ვარდის დაფესვიანებას სახლის პირობებში და ულამაზესი ვარდის გაზრდას. ასე მცენარესაც გაუხანგრძლივებთ სიცოცხლეს (ფაქტიურად, აჩუქებთ) და საყვარელი ადამიანისგან მორთმეული თაიგულის ვარდი სამახსოვროდ დაგრჩებათ.

ასე, რომ, თუ ლარნაკში ვარდები გაქვთ, რომლის ნახვასა საკუთარ ბაღში ან საკარმიდამო ნაკვეთზე ისურვებდით, დაჭკნობის შემდეგ ნუ გადააგდებთ. შეგიძლიათ, მისი დაფესვიანება სცადოთ. ბოლოს და ბოლოს, ხომ არაფერს კარგავთ? ხოლო, ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს თუ შეასრულებთ, ყველაფერი გამოგივათ და მხოლოდ მოგებული დარჩებით. გაგრძელება >>>


image


კალმის გამზადება და ვარდის სახლის პირობებში გახარების საუკეთესო მეთოდი



image


იმისთვის რომ საყვარელი ადამიანის მიერ ნაჩუქარი ვარდები ყოველთვის ჩვენთან იყოს, მხოლოდ სურათზე კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც, შეგვიძლია, წლის ნებისმიერ დროს, სახლის პირობებში გავახაროთ. ერთი წლის შემდეგ, ახალგაზრდა ვარდი კოკრებს გამოიტანს და ცხოვრების ბედნიერი დღეების თბილ და ნაზ მოგონებებს გაგვიღვიძებს... როდესაც ლარნაკში მოთავსებული ვარდები ჭკნობას დაიწყებს, შესაძლებელია კალმების გაკეთება და ვარდის დაფესვიანება. ასე, რომ, ზეიმი მუდმივად გაგრძელდება. რა თქმა უნდა, 100% გარანტია არ არსებობს, მაგრამ ცდად, ნამდვილად ღირს. გაგრძელება >>>


image


ფესვის ზრდის სტიმულატორი – ვარდის დაფესვიანება კარტოფილის ბოლქვით


image


ფესვების ზრდის სტიმულატორს ეძახიან სხვადასხვა სახის ნივთიერების ქიმიურ ნაერთს, რომლებიც მცენარეების ჩითილის და კალმების დასაფესვიანებლად და გასაძლიერებლად გამოიყენება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე რთულად გასახარებელ სახეობას ეხება. ასეთი ნივთიერება, ფესცის გამოსვლის ადგილებში, მნიშვნელოვანი ორგგანული ნაერთების დაგროვების სტიმულირებას იწვევს, რაც თავის მხრივ, უჯრედების გაყოფის პროცესს აუმჯობესებს.

მოყვარულ მებაღეებს შორის, ძალიან პოპულარულია ფესვების სტიმულირება კარტოფილის ბოლქვების მეშვეობით. ამ მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დიდ და საღ კარტოფილს უნდა ამოეჭრას ყველა «თვალი». შემდეგ, უკვე გამზადებულ ბოლქვში უნდა გაკეთდეს ნახვრეტი, მასში მოთავსდეს კალამი და ჩაირგას მიწაში. სათბურის ეფექტის შესაქმნელად, კალამზე აუცილებელია მინის ქილის დაფარება. რეგულარული მორწყვის შემთხვევაში, მცენარის ფრაგმენტს მალე უვითარდება ფესვთა სისტემა და ამ მეთოდით დარგული კალმები საუკეთესოდ ვითარდებიან. გაგრძელება >>>


image


ნატურალური საშუალებები ვარდების და სხვა მცენარეების სამკურნალოდ და გაძლიერებისთვის


image


ვარდების და სხვა მცენარეების დაავადებების და მავნებლებთან საბრძოლველად, ბიოლოგიური მეთოდების გამოყენება შეიძლება. მსგავსი სახის პრეპარატები უკვე გაყიდვაში არის. თუმცა, შესაძლებელია სასარგებლო ნახარშების და ნაყენების დამოუკიდებლად, სახლის პირობებში, მომზადება.

აქ ნაყენების და ნახარშების რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს წარმოგიდგენთ, რომლის გამოყენების შემთხვევაში, მცენარე განიკურნება და იმუნური სისტემაც გაუძლიერდება. გაგრძელება >>>


image


ვარდის ყველაზე ლამაზი ჯიშები


image


ვარდი – წარმოუდგენლად ლამაზი ყვავილია და ის მსუბუქი სქესის ყველა წარმომადგენელს მოსწონს. მაგრამ, არის ისეთი ჯიშები, რომლებიც გულგრილს არავის ტოვებს!

ეს სელექციონერების ოცნების ვარდია და ის მხოლოდ სურათზე არსებობს, თუმცა მისი ყურება თუნდაც სურათზე, განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს და ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებს. ამ ვირტუალურ ვარდზე ნაკლები სილაზის, არც ცოცხალი ვარდებია და ულამაზო ვარდი ბუნებაში არც არსებობს. თუმცა, მათ შორის არის ისეთი ჯიშები, რომლის გამოყვანაზე უამრავი დრო, ენერგია და თანხა დაიხარჯა და აქ, სწორედ ამ კატეგორიის ვარდებს წარმოგიდგენთ: გაგრძელება >>>

imageimageimageimageimageimageimage

1
730
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
730
  
2019, 13 სექტემბერი, 23:14
ყველანაირი ყვავილი მიყვარს, მაგრამ თეთრი ვარდი ყვავილების დედოფალია
0 1 1