x
image
Lerato
ბაღების და ეზოების მოწყობა თანამედროვე სტილში – 65 კრეატიული იდეა

ჩვენი სახლის ექსტერიერი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ინტერიერი. ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ – Facebook, Twitter, YouTube, Whatsapp, ეს ყოველივე დღეს პრიორიტეტული გახდა ადამიანისთვის, ამავდროულად დამქანცველიც. ამის გათვალისწინებით აუცილებელია განტვირთვა, ბუნებასთან ახლოს ყოფნა, მისადმი სიყვარულის განვითარება.


image


თანამედროვე სტილის ბაღისა და ეზოს მოწყობა წარმოადგენს პროცესს, რომელიც მოიცავს ახალ იდეებს და გეგმებს სრულყოფილი, თითქმის უნაკლო ექსტერიერის შესაქმნელად. დიზაინი შეიძლება გაკეთდეს ან თავად მფლობელის მიერ, თუ მსგავსი საქმიანობისადმი უნარი და გატაცება გააჩნია, ან გამოცდილი პროფესიონალის მიერ. გაითვალისწინეთ ერთი რამ, სანამ თქვენი ბაღის რეკონსტრუქციის პროცესს შეუდგებით, აუცილებლად გააკეთეთ მონახაზი სივრცისა და სახლის მდებარეობის და სტილის გათვალისწინებით.


image


ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სტუმრების მიღებისას მთავარი – პირველი შთაბეჭდილებაა, ამიტომაც მნიშვნელოვანია თქვენი ბაღი იყოს კარგად დაპროექტებული, ელეგანტური, მიმზიდველი და ამასთან, თქვენი სახლის ინტერიერთან ჰარმონიულად შერწყმული. ამას გარდა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ უპირველეს ყოვლისა ამას თქვენთვის აკეთებთ, შესაბამისად ისე მოაწყეთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებიათ, რათა სრულიად მოეშვათ და განიტვირთოთ დამქანცველი დღის მერე.


image


სურნელოვანი და დიდი ზომის მცენარეების გამოყენება უფრო მეტად გაუსვამს ხაზს თქვენი სახლის სილამაზესა და მიმზიდველობას. კიდევ ერთი მიზეზი, რაც ბაღის მოწყობის აუცილებლობაზე მიუთითებს – ბავშვებია, მათი აღზრდა ბუნებასთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ფსიქოლოგიური და ფიზიკური განვითარებისთვის.



image


თუ ბაღი სწორედაა დაგეგმილი, ის აუცილებლად მოახდენს პოზიტიურ გავლენას ირგვლივმყოფებზე. მისი შექმნის აუცილებლობაზე კი შემდეგი არგუმენტები და რჩევები მიუთითებს:


* თუ ღია ცის ქვეშ გიყვართ მუშაობა, მაშინ ვარდების ან ბოსტნეულის ბაღის გაშენება არაჩვეულებრივი იდეაა.
* მოგეხსენებათ ბავშვებს ბაღში უყვართ თამაში, რა დროსაც ბუნებრივ გარემოს ეცნობიან, სუფთა ჰაერს სუნთქავენ. მცენარეებთან ერთად კარგი იქნება თუ ბავშვებისთვის ეზოს მოსაწყობად უფრო მეტად ხრეშსა და გაზონს გამოიყენებთ, ვიდრე ფილაქანს.
* სადილი ღია ცის ქვეშ – საოცრად ჟღერს. დაამატეთ ექსტერიერის შესაფერისი ავეჯი – დასასვენებელი კუთხე, უფრო კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი.
* თუ სპორტის მოყვარული ხართ და სივრცე ამის საშუალებას გაძლევთ, კალათბურთის პატარა მოედანი მოაწყეთ.
* იმ შემთხვევაში კი თუ წვეულებები გიყვართ, პატარა აუზი ან ბუხარი ღია ცის ქვეშ განსაკუთრებულ ელფერს მისცემს ნებისმიერი სახის აქტივობას.


გაითვალისწინეთ აღნიშნული რჩევები და თვალი გადაავლეთ სტატიაში წარმოდგენილ ნიმუშებს თქვენი ოჯახისთვის იდეალური გარემოს მოსაწყობად. წარმატებებს გისურვებთ!


1. უფრო კომფორტული და მყუდრო გარემოს შესაქმნელად ექსტერიერს დაუმატეთ ღია ცეცხლის კერა – ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში ბევრ სასიამოვნო საღამოს გაატარებთ!

image2.

image3.

image4.

image5.

image6.

image7.

image8.

image


9. გამოიყენეთ თანამედროვე სტილის ავეჯი, შეუხამეთ ექსტერიერს. რაც შეეხება მასალას, თქვენი გემოვნების, გარემოს და მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩიეთ.

image10.

image11.

image12.

image13.

image14.

image15.

image16.

image17.

image18.

image19.

image20.

image21.

image22.

image23.

image24.

image25.

image26.

image27.

image28.

image29.

image


30. დეკორატიული ბუჩქების გამოყენებით თანამედროვე სტილის ბაღისა და ეზოს მოწყობა, საუკეთესო გამოსავალია

image31.

image32.

image33.

image34.

imageimage35.
image36.
image37.
image38.
image39.
image40.
image41.
image


42. თუ წყლის ელემენტს დაუმატებთ, ეს უფრო მეტად გამოაცოცხლებს თქვენს საცხოვრებელს

imageimage43.
image44.
image45.
image46.
image

47. გააკეთეთ ბილიკები მარტივად და გემოვნებით – გამოიყენეთ გეომეტრიული ფორმები

image48.

image49.

image50.

image51.

image52.

imageimage53.

image54.

image55.

image


56. სწორედ დაგეგმეთ განათება – ეს უფრო მეტ ელეგანტურობას და სიმყუდროვეს შესძენს თქვენს ბაღს

image57.

image58.

image59.

image60.

image61.

image62.

image63.

image64.

image65.

image


ასევე დაგაინტერესებთ:


ორიგინალური საყვავილეები, ავეჯი და სახლის დეკორი უხეში ხის გამოყენებით – 100 საოცარი იდეა


როგორ მოვაწყოთ სახლი და ეზო დიდი ზომის ქოთნის მცენარეებით – 70 საოცარი იდეა


ბაღისა და ეზოს მოწყობა პატარა აუზებითა და შადრევნებით - 50 საოცარი იდეა


ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრების გაკეთება ბაღებსა და ეზოებში - 50 საოცარი იდეა



50 ზღაპრულად ლამაზი ბაღი, რომელიც უნდა ნახოთ – სასარგებლო რჩევები და იდეები


ბამბუკი ინტერიერის დიზაინში – 50 საოცარი იდეა


ბაღებისა და ეზოების მოწყობა ულამაზესი ბილიკებით – 50 საოცარი იდეა (ნაწილი III)


2
3006
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
3006
  
2019, 27 თებერვალი, 20:41
მადლობა :)
2019, 26 თებერვალი, 22:03
უმაგრესია
0 1 2