სხვა როგორ განვასხვავოთ ნამდვილი სუნამო ყალბისგან – 6 რჩევა 2016, 6 ივნისი, 9:04 რამდენად ხშირად აწყდებით ისეთ სუნამოებს, რომელიც ვიზუალურად ერთი ერთში ჰგავს ორიგინალს?.. ამასთან ორჯერ ან სამჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე ის რომელიც საფირმო მაღაზიაში ნახეთ. ფიქრობთ თუ რატომ უნდა გადაიხადოთ ზედმეტი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ეჭვები გაქვთ მის ხარისხთან დაკავშირებით. მწარმოებელი ქვეყანა მითითებულია, made in France, სურნელიც საკმაოდ კარგი აქვს... მაშინ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში?
ყურადღებით შეისწავლეთ სუნამოს კოლოფი. სულ ცოტა, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ეს არის დასახელება. ყალბ პროდუქტზე ხშირ შემთხვევაში აღმოაჩენთ, რომ სუნამოს დასახელებაში ასოებია გამოტოვებული ან პირიქით, ზედმეტი წერია; ამის შემდეგ საქმე უფრო რთულდება:
3. ნიშნები ორიგინალ სუნამოზე ეძებეთ ნიშნები: 1. შტრიხ კოდი, რომელსაც კარგი იქნება თუ შეამოწმებთ. მხოლოდ გადმოწერეთ ტელეფონში საჭირო პროგრამა, რომელიც კითხულობს მას და იმ ადგილს ასახელებს, საიდანაც პროდუქტი მოდის. თუ ის ემთხვევა მწარმოებლის ადგილს, რომელიც სუნამოზეა მითითებული, ამ შემთხვევაში პლიუსს ვწერთ (თუმცა, ამის გაყალბებასაც კარგად ახერხებენ). ეს კიდევ სხვა ვარიანტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს კოლოფზე ასე გამოიყურება ეს კოდი ფლანკონზე, რომელიც სერიულ ნომერს წარმოადგენს და არ უნდა წაიშალოს. ამის შემოწმება ძალზე მარტივია – უბრალოდ თითით სცადეთ მისი მოშორება. 4. დამატებითი კონსტრუქცია კოლოფის შიგნით უნდა იყოს დამატებითი კონსტრუქცია, რომელიც ხელს უშლის ფლაკონის მოძრაობას ყუთში. ხშირ შემთხვევაში ის მუყაოსგან არის დამზადებული და ადვილად შეგიძლიათ ამოიღოთ. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმის, თუმცა ყველა შემთხვევაში – აუცილებელი დეტალია.
თავსახური უნდა იყოს თანაბარი და სიმეტრიული (თუ, რა თქმა უნდა, თავად დიზაინის ჩანაფიქრი არ მოიცავს მის ასიმეტრიულობას). აუცილებლად გაარკვიეთ, რა მასალისგან არის დამზადებული თავსახური. ჩვეულებრივ, მსგავსი სახის ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ სუნამოს მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე.
16382 18-ს მოსწონს 1-ს არა
|