x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჭაღარა თმის შეღებვა ნატურალური საშუალებით და თანაც უფასოდ

გაეცანით თმის შეღებვის ხერხს, რომელიც ჭაღარა თმას ეფექტურად ღებავს და არანაირ ზიანს არ აყენებს ჯანმრთელობას, ტრადიციული ქიმიური საღებავებისგან განსხვავებით.


image


უკვე არავისთვის არის საიდუმლო, რომ თმის ნაირ-ნაირი საღებავები, რომლებიც მაღაზიებში იყიდება, თმის სტრუქტურას აზიანებს და ალერგიას და კანის სხვა დაავადებებს იწვევს. ამიტომ, უპირატესობა ყოველთვის ნატურალურ საშუალებებს უნდა მივანიჭოთ.

მალე გაზაფხული მოვა და აქ აღწერილი მეთოდის გამოყენების საშუალება ყველას მიეცემა, ვისაც ამის საჭიროება აქვს: კაკლის ფოთლის ნახარში მშვენივრად ღებავს ჭაღარა თმას და არანაირ ზიანს არ აყენებს ჯანმრთელობას.
კაკლის ფოთლების ნახარში თმას თანდათანობით ამუქებს და მის ფერს, ყოველ ჯერზე, უფრო და უფრო გაჯერებულს ხდის. ამ რეცეპტით, თმის ფერის ძალიან მუქი ტონალობის მიღება შეიძლება, – შავისაც კი. ამასთან, თმა ბუნებრივობას არ კარგავს.

ჭაღარა თმის შესაღებად თქვენ დაგჭირდებათ:


3 სუფრის კოვზი კაკლის ფოთოლი
1 ლიტრი წყალი


მომზადება:



1. დადგით წყალი ფოთლებით ცეცხლზე.
2. წყლის ადუღების შემდეგ, ნახარში კიდევ 3 წთ. ადუღეთ.


გამოყენება:


1. დაიბანეთ თავი ჩვეულებრივ.
2. გადაივლეთ თმაზე უკვე მომზადებული თბილი ნაყენი.
3. თმა ხელით გაიწურეთ და პოლიეთილენის პაკეტი შემოიხვიეთ.
4. 30 წუთის შემდეგ, წყალი გადაივლეთ.


ამ პროცედურის ჩატარება კვირაში 2-ჯერ შეიძლება, იქამდე, ვიდრე თმის ფერის სასურველ ტონალობას არ მიიღებთ.


imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და თმასთან დაკავშირებით პრობლემა არასოდეს გექნებათ

* გამაახალგაზრდავებელი ვარცხნილობები, 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის

* 12 მოდური ვარცხნილობა, რომელიც ყველას უხდება!

* სტილისტმა დაამტკიცა, რომ ყველა ქალი დედოფლად არის დაბადებული

* ახალგაზრდობის 15 საიდუმლო ჰოლივუდის დერმატოლოგ-კოსმეტოლოგისგან

* ფერადი მელირება

0
10996
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10996
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0