x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ახალგაზრდობის 15 საიდუმლო ჰოლივუდის დერმატოლოგ-კოსმეტოლოგისგან

ჰაროლდ ლანსერს, ექიმ დერმატოლოგ-კოსმეტოლოგს, თავის სახეს ანდობს ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, სკარლეტ იოჰანსონი და ბევრი სხვა ვარსკვლავი და ცნობილი ადამიანი.

imageაქ გთავაზობთ თავის მოვლის 15 მთავარ რეკომენდაციას, აშშ-ში ყველაზე ცნობილი კოსმეტოლოგისგან:


1. მოასწარით 60 წამში
წაისვით დამანოტიავებელი საშუალება, დაბანის თანავე, რადგან 60 წამის შემდეგ, სხეულზე დარჩენილი წყლის თხელი აპკი ორთქლდება და კანი ტენის დაკარგვას იწყებს.

image

image

2. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს ეპილაციის წინ
ჭიქა ღინის ან კოქტეილის დალევის შემთხვევაში, ეპილაციის პროცესი უფრო მტკივნეული და ნაკლებად ეფექტური იქნება.
image

image

3. კბილს კბილზე ნუ დააჭერთ

კბილების ერთმანეთზე დაჭერას, 3 უარყოფითი შედეგი მოჰყვება: ფუჭდება კბილის ემალი, პირის კუთხებში ნაოჭები ჩნდება და სახის ოვალი ფუჭდება. იმ შემთხვევაში, თუ ძილში კბილებს აკრაჭუნებთ, პირში სპეციალური სილიკონის “კაპა" ჩაიდეთ ძილის წინ, ისეთი როგორიც მოკრივეებს აქვთ, მაგრამ უფრო რბილი და კრაჭუნის მავნე ჩვევა, დროთა განმავლობაში, გაქრება!

image

image

4. აუზში ან ზღვაში ჩასვლის წინ, თმა დაისველეთ
ვიდერ ქლორიან აუზში ან მარილიან ზღვაში ჩახვალთ, თმა სასმელი წყლით დაისველეთ. ის შეავსებს ადგილს თმის ღეროს შრეებს შორის და მასში ქლორი და ზღვის მარილი ვეღარ მოხვდება.
image

image

5. არაჟანი უკეთესია, ვიდრე კრემი რუჯის შემდეგ
არაჟანი შეიცავს საკმარისი რაოდენობის ცხიმებს, საიმისოდ რომ კანი დაარბილოს. მასში არსებული რძემჟავის კომპონენტი აგრილებს და ამშვიდებს კანს და არანაირ ალერგიას არ იწვევს! წაისვით, გაიჩერიეთ 20−30 წთ. და დაიბანეთ გრილი ან ცივი წყლით. image

image

6. ნუ იყიდით ბამბის ბურთულებს

თუ არ გიყვართ ტონალური კრემის თითით დატანა, გამოიყენეთ სქელი ღრუბელი. ბამბა უფრო მეტს იწოვს, ვიდრე გასცემს და კოსმეტიკის გარკვეული ნაწილი იკარგება.

image

image

7. ყოველთვის ისარგებლეთ მაკიაჟის ბაზით

ქიმიური შემადგენლობის მიხედვით, ნეიტრალური ბაზა, დაგიცავთ კანის გამოშრობისგან, რომელიც სხვადასხვა სახის ტონალურმა საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიოს. ხოლო თუ კანი ცხიმიანია, ბაზა ფორებს დაიცავს, მასში კრემის ნაწილაკების მოხვედრისგან და სახეზე გამონაყარის გაჩენის რისკი შემცირდება.

image

image

8. პირი ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით დაიბანეთ
ყოველთვის არა, რა თქმა უნდა, მაგრამ, თუ სახის კანი გაღიზიანებული გაქვთ, და სპეციალური სამკურნალო საშუალება ხელთ არა გაქვთ — პირი შამპონით დაიბანეთ. ქერტლის საწინააღმდეგო შამპონის შემადგენლობაში არის თუთიის პირიტიონი, რომელიც ანთების საწინააღმდეგოდ, საუკეთესო საშუალებაა.
image

image

9. მშრალად გაიპარსეთ
ქალბატონების უმრავლესობა, ფეხებს ყოველთვის სველ მდგომარეობაში იპარსავს. ბევრად უფრო ეფექტურია, კარგად გამშრალი, ოდნავ დაჭიმული კანის ფრთხილად გაპარსვა. ხოლო შემდეგ, კრემის დატანა. ასეთ შემთხვევაში, კანის გაღიზიანება ნაკლები იქნება და ბეწვი აღარ ჩაბრუნდება.
image

image

10. თმა სოდით დაიბანეთ
თუ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იყავით, და თმის ვარცხნილობის გაკეთების დროს სხვადასხვა სახის გელი და ლაკი გამოიყენეთ, თმის დაბანისას, ჩვეულებრივი დაბანის საშუალებები, შესაძლებელია, საკმარისი არ იყოს. ამიტომ, დაამატეთ შამპუნს 1 კოვზი საკვები სოდია და ისე წაისვით თმაზე. ის მთლიანად მოგაცილებთ, ვარცხნილობის გაკეთებისას გამოყენებული საშუალებების ნარჩენებს და თმას დაუბრუნებს ბუნებრივ სახეს.
image

image

11. კბილები გაიხეხეთ საუზმემდე
ამ შემთხვევაში, ღამის განმავლობაში, კბილებზე დაგროვილ ბაქტერიების ნადები ორგანიზმში არ მოხვდება. მათი სახის კანი, ვინც კბილებს საუზმემდე იხეხავს, ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მათი კანი, ვინც ამას საუზმის შემდეგ აკეთებს.
image

image

12. წყალი — მხოლოდ ოთახის ტემპერატურის
დაიბანეთ, შხაპი მიიღეთ და დალიეთ ოდნავ თბილი წყალი. დიახ, თავდაპირველად ცივი წყლით დაბანა გაგიჭირდებათ, მაგრამ კანი მადლობას გეტყვით ამის გამო.
image

image

13. ნუ შეიძენთ ტონალურ კრემს SPF-ფაქტორით
SPF-ე კრემის ტექსტურას ასქელებს, ეს კი დიდი დატვირთვა არის კანისთვის. იდეალური ვარიანტია — ВВ ან СС-კრემი: მოვლა, დატენიანება და შენიღბვა.
image

image

14. შეიძინეთ ქოქოსის ზეთი
ეს საუკეთესო კრემია ტანისთვის, იდეალური ნიღაბია სახისთვის და მოვლის სუპერსაშუალება არის თმისთვის.

image

image

15. მოაწყეთ განტვირთვის დღე
განტვირთვის დღე მაკიაჟისთვის. მხოლოდ დატენიანება, კვება და დაცვა. თუნდაც, კვირაში ერთხელ.

image

3
1333
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1333
  
2016, 21 მარტი, 20:57
3-ზე რაც წერია, ვერ მეტყვით სად ვიყიდო? უბრალოდ მინდა რომ მქონდეს, თუ ვინმემ იცით დაწერეთ გთხოვთ
2016, 21 მარტი, 15:11
მადლობა თქვენ, შეფასებისთვის
2016, 21 მარტი, 13:49
ზალიან კარგი სტატია, მადლობა
0 1 3