რჩევები 2016 წლის ყველაზე მოდური ვარცხნილობები (+90 ფოტო) 2016, 7 მაისი, 12:55 2016 წლის მოდური ვარცხნილობის ფოტოების დათვალიერების შემდეგ, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ წლევანდელი სეზონი უჩვეულო იქნება – ჩვეულებრივ ვარცხნილობასთან ერთად, მოდაში შემოდის დიზაინერების უჩვეულო გადაწყვეტილებები, რაც დიდი არჩევანის საშუალებას იძლევა. წელს მოდაშია როგორც გრძელი, ისე მოკლე და ასევე, ექსტრავაგანტული ვარცხნილობა, თამამი გოგონებისთვის: ![]() კასკადი
![]()
1. სახესთან დაგრძელებული — ეს ერთგვარი კომპრომისია გრძელსა და მოკლედ შეჭრილ თმას შორის. თუ მას პროფილში შეხედავთ, მახვილ კუთხეს დაინახავთ. დაგრძელებულ კარეს ასევე შეიძლება სწორი ან ირიბი «ჩოლკა» დაემატოს; 2. გრადუირებული — ეს არის საფეხურისებური ვარცხნილობა, რომელიც დამატებით მოცულობას ქმნის; 3. ულტრამოკლე – ამ შემთხვევაში, თმის მაქსიმალური სიგრძე ყურის ბიბილოებამდე არის. ![]()
![]() ეს კიდევ ერთი უცვლელი ტრენდია, რომელიც მოდაში მუდმივად იქნება. სპეციალისტები ბობის რამდენიმე სახეობას გამოყოფენ:
2. ტექსტურული – თმის ბოლოებს კიბისებურად ჭრიან; 3. ასიმეტრიული – თუ ადრე ასიმეტრია კეფაზე ან წინ გრძლად დატოვებული თმა იყო, ამ სეზონზე, დანარჩენ თმასთან შედარებით, მოგრძო თმის დატოვება, ერთ-ერთი გვერდის, ცენტრალურ ნაწილში შეიძლება; 4. მოკლე და კეფაზე აპარსული – ეს იდეალური გადაწყვეტილება არის მათთვის, ვისაც მოკლედ შეჭრილი თმა მოსწონს. ![]() ![]() ![]() პიქსი ![]() ვისაც მოკლე აჩეხილი თმა აქვს, მისთვის პიკსის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. კეფაზე მოკლე და ზევით უფრო მოგრძოდ შეჭრილი თმა, მოცულობითს ხდის ვარცხნილობას. იროკეზი ![]() ეს ტრენდი ექსტრავაგანტული ქალბატონებისთვის არის და მასში თმის გვერდებიდან აპარსვა ან მოკლედ აჩეხვა და კეფაზე და მის გაყოლებაზე თმის დატოვება იგულისხმება. ასე შეჭრილი თმის ტარება სხვადასხვანაირად შეიძლება: გვერძე გადავარცხნა, უკან შეკვრა, დახვევა და ა. შ. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასიმეტრია ![]() ეს ვარცხნილობა ნებისმიერი ტიპის სახეს უხდება, ზოგიერთ შემთხვევაში, ის ვიზუალურად აგრძელებს სახის მრგვალ ოვალს. უფრო გაბედული ახალგაზრდები, ცალ მხარეს საერთოდ იპარსავენ თმას, ხოლო მეორეს – იჭრიან. ![]()
![]() თანამედროვე, აქტიური ქალბატონებისთვის ყველაზე მისაღები არის «ბიჭური» ვარცხნილობა. მას ერთი უნიკალური თვისება აქვს – ის ხაზს უსვამს გოგონას მომხიბვლელობას, ხოლო ასაკოვან ქალბატონებს უფრო ახალგაზრდულ იერს აძლევს. ამასთან, მოხერხებულობის თვალსაზრისით, მან კარგა ხანია, ყველა რეკორდი მოხსნა. 45110 14-ს მოსწონს
|